"მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს ჯარი"- სტოლტენბერგი
პოლიტიკა - 17:18, 16 Feb, 2017     12948
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სტოლტენბერგმა სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა რუსეთის ფედერაცია საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ინტენსიური ურთიერთობების გამო.

„შეშფოთებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ რუსეთი აღრმავებს ურთიერთობებს საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან . ვაგრძელებთ საქართველოსთან ერთობლივ მუშაობას და გამოვიყენებთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რათა დავეხმაროთ საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებაში“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შემაჯამებელ ბრიფინგამდე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ცატარდა, რომელიც ერთი საათი გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე პირველი კომუნიკაცია შედგა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან.

28+1 ფორმატის შეხვედრა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით კომისიის სხდომაზე განიხილეს საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. კომისიის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე თავდაცვის რეფორმირების კუთხით, მათ შორის თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი.

„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ნატოში გაწევრიანების გზაზე. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამის დასტურია,“ -განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სხდომაზე ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. მან თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურის ოპტიმიზაციასა და არსებული რესურსების ეფექტურ მართვაზეა ორიენტირებული და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შემდგომი განვითარების საშუალებას იძლევა. ნატოს თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს და დადებითად შეაფასეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, რომლის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული ალიანსის ქვეყნებიდან საქართველოში მოვლენილი ექსპერტები.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირისპირ გამართა შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან კენეთ ჰენდელმანთან და თურქ კოლეგასთან ფიქრი იშიკთან.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა და რეგიონში ალიანსის მთავარი პარტნიორი, ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში. საუბარი ასევე, შეეხო რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ნატოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და ამ პროცესში საქართველოს შესაძლო ჩართულობის ფორმებს.

შეხვედრაზე წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს წვლილის მნიშვნელობას ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ქართული კონტინგენტი, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე პირველია ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ერთხმად აღნიშნეს, ქართველი ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმი. მათ განსაკუთრებული პატივისცემა და მწუხარება გამოხატეს ქართველი მშვიდობისმყოფელების მიმართ, რომლებიც საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42