ლევან იზორია ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს შეხვდა
პოლიტიკა - 16:27, 16 Feb, 2017     1153

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველი ორმხრივი შეხვედრა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან კენეთ ჰენდელმანთან გამართა.

ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებს შორის განხილვის მთავარი თემები უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს შორის ახლახანს ხელმოწერილი სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება, საქართველოს მზადყოფნის პროგრამა და ამ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, საქართველოში ერთობლივი საბრძოლო სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება იყო.

შეხვედრის დროს ლევან იზორიამ და კენეთ ჰენდელმანმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს საქართველოს მიმართ რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის დაბალანსებული პოლიტიკის მიუხედავად, რუსეთი კვლავ უქმნის საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებას. ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უფრო ძლიერ და პრაქტიკულ მხარდაჭერას აღმოუჩენს საქართველოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმირების პროცესს, სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს, საერთაშორისო მისიებსა და აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლებებს.

ლევან იზორიამ ნატოს შტაბ-ბინაში უკვე გამართა ორმხრივი შეხვედრები ლიტვის და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებთან. დღესვე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც თავდაცვის მინისტრების ფორმატში გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება ნატოს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებების, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42