,,პროკურატურამ აბუჩად აიგდო ქვეყნის ხელისუფლება, დაწყებული პრემიერ-მინისტრით და საკანონმდებლო ხელისუფლებით და უბრალოდ, არც კი მიაწოდა მათ ინფორმაცია რა გამოძიება იყო და რაზე უნდა ესაუბრათ ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირებს. თავისთავად, ეს უაღრესად საგანგაშოა თუ პროკურატურა თავს უფლებას აძლევს, რომ ამ დონეზე აბუჩად აიგდოს პრემიერი და მთავრობა. ვერსია მეორე: ამ თემით და პატრიარქის სახელის გამოყენებით მათ სურდათ შეექმნათ ტალღა, რომელიც გადაფარავდა ქვეყანაში სხვა თემებს და გახსნიდა იმ კონფრონტაციულ დისკუსიას, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვისმენთ ბოლო დღეებში საპატრიარქოს გარშემო. ასეთი დისკუსია რა თქმა უნდა აზიანებს საპატრიარქოს და ეკლესიის ავტორიტეტს და საბოლოო ჯამში, შეიძლება ემსახურებოდეს ხელისუფლების გავლენის გაძლიერებას ეკლესიაზე, ამიტომ რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს არის ეს პროკურატურის არაპროფესიონალიზმი და მთავრობის აბუჩად აგდება თუ არის ეს მთავრობის მხრიდან ამ თემის აჟიტირებით საპატრიარქოზე გავლენის გაზრდის მცდელობა, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია. როგორც პარლამენტის წევრი, როგორც პოლიტიკოსი და ამ ქვეყნის მოქალაქე, კატეგორიულად მოვითხოვ გასაჯაროვდეს ყველა ის ინფორმაცია, მათშორის ის ჩანაწერები, რომელზეც აპელირებდა პროკურატურა, მოიხსნას გრიფითსაიდუმლო და ჩვენმა საზოგადოებამ გაიგოს რასთან გვქონდა საქმე ამ დღეების განმავლობაში,’’- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






