ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში თურქ კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა - 16:21, 16 Feb, 2017     1417

ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. თურქ კოლეგასთან ფიკრი იშიკთან შეხვედრის დასაწყისში ლევან იზორიამ აღნიშნა საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და კოლეგას თურქეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე თავდაცვის სფეროში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა თურქი ხალხის მიმართ და თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტები დაგმო. მისივე თქმით, საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო საზოგადოების გვერდითაა და წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას უწყობს ხელს. მინისტრებმა მაისში, თბილისში დაგეგმილ თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალზეც იმსჯელეს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მიერ სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება. საუბარი შეეხო აპრილში, თბილისში დაგეგმილ სამივე ქვეყნის შტაბის უფროსების შეხვედრის მნიშვნელობასაც.

ლევან იზორიამ თურქ კოლეგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისა და საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართულობა. ლევან იზორიამ კოლეგასთან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, რომ ქართული კონტინგენტი ავღანეთში მომავალი წლის გაზაფხულამდე დარჩება და მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში გააგრძელებს კონტრიბუციას.

ფიკრი იშიკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესის, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ასევე საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ გაამახვილებს ყურადღებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42