რუსთავი 2-ის საქმე - ქიბარ ხალვაშის ადვოკატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 15:30, 16 Feb, 2017     6731
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პაატა სალიას განცხადებით უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმის წარმოებაში მიღება შესაძლოა ანგარების ან მათზე განხორციელებილი ფსიქოლოგიური ტერორის შედეგი იყოს:

„მეორე წელია მიმდინარეობს სამართლებრივი დავა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს წილებთან დაკავშირებით. მეორე წელია უშედეგოდ ვცდილობთ გავარღვიოთ მაინკიერი წრე და შევცვალოთ ის ორუელისეული მოცემულობა, როდესაც მოძალადეს - მსხვერპლი, ექსპროპრიატორს - მოწყალე, ხოლო ცილისმწამებელსა და დეზინფორმატორს - თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლი ჰქვია.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოთმინებით, მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით ვცდილობთ ჩვენი სიმართლის დამტკცებას, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლამ, შანტაჟმა და, როგორც უკანასკნელი მოვლენებიდან ირკვევა, მოსყიდვის მცდელობებმა არნახული მასშტაბები შეიძინა და წართმეულის შესანარჩუნებლად ყველა ხერხის გამოყენება მისაღები გახდა.

მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საქმე სამართლებრივი თვალსაზრისით არ არის რთული კატეგორიის და აღნიშნულის დადასტურებას პერიოდულად არც ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე ერიდებოდა. მაშინ, როდესაც ორი ინსტანციის სასამართლოში დამაჯერებელ წარმატებას მივაღწიეთ, სრული მოლოდინი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაუშვებლად ცნობდა საკაცასიო საჩივრებს და ქიბარ ხალვაშის დარღვეული უფლებები აღდგებოდა, მაგრამ სამმა მოსამართლემ არ მიიღო საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება და იგი განსახილველად დიდ პალატას გადასცა.

იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე უსაფუძვლოდ გვდებდა ბრალს, თითქოს სასამართლოსთან უკანონო კომუნიკაციაში ვიმყოფებოდით, ყველამ თვალსაჩინოდ ვნახეთ, რომ ნიკა გვარამია, რომელიც პროცესის მონაწილე მხარეს წარმოადგენს, თავად იყო პირდაპირ კომუნიკაციაში საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან და მას რუსთავი 2-ის საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების ლობირებასა და პოლიტიკური პროვოკაციების განხორციელებას თხოვდა.

ნამდვილად არ ვიცი, ანგარებით არის ნაკარნახევი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ეს უკიდურესად საეჭვო გადაწყვეტილება თუ მათზე განხორციელებილი ფსიქოლოგიური ტერორის შედეგია. მეტსაც გეტყვით - გვარამია-ახვლედიანის ეპიზოდისგან განსხვავებით, უზენაესი სასამართლოს კოლეგიის მოტივაციის დადგენა არ მჭირდება, რადგან მთავარი მტკიცებულება ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, საკუთრივ ის 140-გვერდიანი, ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტაციით დახუნძლული განჩინებაა, რომელიც საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მაგივრად შემოგვთავაზა სასამართლომ და რომლის სულისკვეთება აპრიორი გამორიცხავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით, მიუკერძოებლად და შინაგანი რწმენის კარნახით მიიღო სასამართლო კოლეგიამ.

აი, ასე - თვალსა და ხელს შუა, უკვე მეორედ ართმევენ ქიბარ ხალვაშს ტელევიზიას და თუ სასამართლო მოექცა ზეგავლენის ქვეშ, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს, ეს არამარტო ამ კონკრეტული საქმისთვის იქნება საზიანო, არამედ საბოლოოდ დაასამარებს სამართლიანობის აღდგენის იდეას. სასამართლომ არ უნდა დაუშვას მის საქმიანობაში უკანონო ჩარევა და არ უნდა იქცეს ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლად. სასამართლომ არ უნდა დაუშვას უკანონობის დაკანონება ქვეყანაში.“- აცხადებს პაატა სალია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42