საქართველოს პრემიერ მინისტრმა გერმანიის კლინიკაში კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულა. გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან ე.წ ციანიდის საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საქმეს უზარმაზარი სპეკულაციათა ნაკადი მოჰყვა. პრემიერის თქმით ხელისუფლება ცდილობს რომ ეს სპეკულაციათა მუხტი ჩააცხროს, რადგან ეკლესიის ერთიანობა სახელმწიფოს ძლიერებისთვის ძალიან მნშვნელოვანია:
„მინდა პატრიარქს ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის არის ეკლესიის ერთიანობა უმნიშვნელოვანესი, ეკლესიის როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ერთიანობა. ამიტომ ჩვენ რაც მოხდა იმაზე დეტალურ კომენტარს არ გავაკეთებთ, ვფიქრობთ რომ უზარმაზარი სპეკულაციათა ნაკადი მოჰყვა, ვფიქრობ რომ ეს არის აბსოლუტურად უადგილო, ჩვენ გვინდა ყველამ გავაკეთოთ ყველაფერი რომ მუხტი ჩავაცხროთ, გამოძიებას მივცეთ საშუალება, რომ ყველაფერი დაადგინოს. მე ყველა დეტალს ვფლობ, როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება რა თქმა უნდა დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი, სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






