შესაძლოა თუ არა გვარამიას მიმართ საქმე აღიძრას? - პროკურორი კომენტარს არ აკეთებს
პოლიტიკა - 14:52, 16 Feb, 2017     1756
”რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, "გამოძიება მიმდინარეობს ობიექტურად და ყოველმხრივ, მათ შორის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებითაც და ეს საქმესთან კავშირშია".

გოგორელიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა როგორც შინაარსობრივ, ასევე უშუალოდ კომპიუტერში უკანონოდ შეღწევის და კერძო საუბრის უკანონოდ მოპოვების გავრცელებას.

ჟურნალისტებმა საქმის პროკურორს ჰკითხეს შეიძლება თუ არა საქმე გადაკვალიფიცირდეს და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, თუმცა პროკურორმა კითხვა უპასუხოდ დატოვა.

"საქმის ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნულზე კომენტარს ვერ გავაკეთებ"- აღნიშნა მან.

დღეს საქალაქო სასამართლოში ”რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

საქმე ეხება ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევისა და ვიდეო ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება-ჩაწერის ფაქტს.

გვარამიამ აღნიშნა, რომ შსს მასზე სისხლის სამართლის ახალი საქმის აღძვრას ცდილობს.

„შთაბეჭდილება დარჩა აბსოლუტურად იმისი, რაც რეალურად ხდება, შესაძლებლობა, რომ აღძრან ჩემზე ახალი სისხლის სამართლის საქმე, ან ქრთამის აღების ნაწილით, რაც შეუძლებელია. სულ რომ ის მელაპარაკა, რაც გამოქვეყნდა, იქაც არ არის ქრთამის შემადგენლობა. ამას გარდა, ყველას შევახსენებ, რომ 6 მილიონი, საიდანაც მილიონი უნდა გადამეხადა ვითომ, საბოლოო ჯამში, რუსთავი 2-ში არ მოვიდა ამ ხელისუფლების გამო, იმიტომ რომ ის კონტრაქტი ყადაღის გამო დაიბლოკა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მცდელობა არის იმისი, რომ ან ქრთამის ნაწილი იყოს, ან ცრუ ჩვენება რაღაცა ასეთი ტიპის ახალი ბრალი წარდგენილი,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42