ხელშეკრულება ,,გაზპრომთან“ - გაზის ტრანსფორმაციით გამოწვეული ფინანსური ზარალი
პოლიტიკა - 12:59, 16 Feb, 2017     1584
პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ დღეს პარლამენტში დარგობრივ კომიტეტზე გაზპრომსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე გაზის ტრანსპორტირების სფეროში და მის ტრანსფორმაციით გამოწვეულ ფინანსურ ზარალზე ისაუბრა.

გოცირიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულება საჯარო არაა, პარტიამ მთავრობის მაღალჩინოსნების განცხადებებითა და ერთადერთი ციფრის დაშვებით მისი რეკონსტრუქცია შეძლო.

"ვიცით, რომ ანაზღაურება იყო ნატურით და გვრჩებოდა გატარებული გაზის 10%. ახლა ტრანსპორტირებაში გვიხდიან ფულს. რატომ იზარალებს ქვეყანა ანაზღაურების ფორმის შეცვლის შემთხვევაში?

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 221 კმ-ია.

წლის განმავლობაში გატარებული გაზის მოცულობა არის დაახლოებით 2 მლრდ. მ3

ყოველ 100 კმ-ზე გატარებული 1000 მ3 გაზის ტრანზიტის ღირებულება მსოფლიოში სხვადასხვა პრაქტიკის მიხედვით შეადგენს: ა) 3$ ბ) 5$ გ) 6$

არამგონია 3 დოლარი იყოს, რადგან ეს ტრანზიტის ხარჯებს ვერ აანაზღაურებს, ეს ვერც 4 დოლარი ვერ იქნება, არც 6 დოლარი. დავტოვოთ 5 დოლარი. ვთქვათ ტრანზიტის საფასური 5 დოლარია.

რა თანხას მიიღებს საქართველო გაზპრომისგან ტრანზიტის განსხვავებული ტარიფების პირობებში?

3 დოლარი შემთვევაში 2 000 000 000/1000*2.21*3=$13.3 მლნ; 5 დოლარის შემთხვევაში 2 000 000 000/1000*2.21*5=$22.1 მლნ; 6 დოლარის შემთხვევაში 2 000 000 000/1000*2.21*6=$26.520 მლნ.

რას ვიღებდით ჩვენ დღემდე, გაზის ტრანსპორტირების საფასურის ანაზღაურების დღემდე არსებული სქემა (ნატურით გადახდა)

საქართველო ტრანზიტის საფასურად ნატურის სახით იღებდა 200 000 000/1000*220= 44 მლნ. დოლარის ღირებულების გაზს.

საქართველო ტრანზიტის საფასურად ნატურის სახით გაზპრომის მიერ შემოთავაზებული ახალი ფასით მიიღებდა 200 000 000/1000*185= 37 მლნ. დოლარის ღირებულების გაზს

ნატურით ანაზღაურების ნაცვლად ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლის შემთხვევაში, (როცა ტრანზიტის ღირებულება $5 დოლარის ტოლია) ზარალი არის პირველ შემთხვევაში $21.9 მლნ (44-22.1), ხოლო მეორე შემთხვევაში $14.9 მლნ (37-22.1).

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი (დღგ-ს გარეშე ) 13,83 ლარი/1000 მ3 .

რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანსპორტირების საფასური (დანახარჯები პლიუს მოგება) ლარის ძველი გაცვლითი კურსით არის $8,33 (13.83/1.66) ხოლო დღევანდელი კურსით $5,18 (13.83/2.67). ანუ ძველი კურსით 2 მლრდ. მ3 გაზის ტრანსპორტირება ჯდება $16 660 000 (2 000 000 000/1000*8.33), დღევანდელი კურსით კი $10 360 000(2 000 000 000/1000*5.18)

ტრანზიტის ხარჯების შემდეგ რჩება:

ძველი კურსით $5 440 000 (22 100 000 -16 660 000), დღევანდელი კურსით $11 740 000 (22 100 000 -10 360 000).

კონტრაქტის რეკონსტრუქცია

გაზპრომი უხდის ქართულ მხარეს $5-ს ყოველ 100კმ-ზე გატარებულ 1000 მ3 გაზში.

2017 წელს, გაზპრომი, სავარაუდოდ, პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ტრანზიტის საფასურის ანაზღაურებას ახდენს ძველი ფორმით, ნატურით, გატარებული გაზის მოცულობის 10 პროცენტის ოდენობით. წლის დარჩენილ პერიოდში გადახდა მოხდება ზემოთაღნიშნული ტრანზიტის ტარიფის შესაბამისად.

2018 წელს ქართულ მხარეს აქვს უფლება გაზპრომისაგან შეიძინოს გაზი 185 დოლარად.

კონტრაქტი არის ორწლიანი და აქამდე არსებული ყველა პირობა, მათ შორის ტრანზიტის ტარიფი და გაზის ფასი შესათანხმებელია თავიდან.

გაზპრომი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს ტრანზიტის საფასური, მიუხედავად იმისა, გაატარებს თუ არა გაზს სომხეთში.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მოგება 2013-2015 წწ.

2013 წელი 17,805 ლარი

2014 წელი 12,787 ლარი

2015 წელი -42,217 ლარი (ზარალი).

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მოგება 2013-2015 წწ.

2013 წელი 111,603 ლარი

2014 წელი 93,465 ლარი

2015 მოგება 40,558 ლარი"- განაცხადა გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42