"ბრძოლა წესების გარეშე "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ"- ადვოკატები სახელისუფლებო ინტერესებზე მიუთითებენ
პოლიტიკა - 12:28, 16 Feb, 2017     1835
"რუსთაქვი 2"-ს გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ მას მოსმენილი აქვს ჩანაწერის სრული ვერსია, შესაბამისად დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ გავრცელებული ჩანაწერი დამონტაჟებულია.

„მე მოსმენილი მაქვს ამ ჩანაწერის სრული ვერსია მისი ჩაწერიდან მალევე და შესაბამისად მე პირადად მაქვს ინფორმაცია, რომ ეს გავრცელებული ჩანაწერი არის დამონტაჟებული ვერსია და მასში არ არის ასახული ყველა ის დეტალი, რასაც რეალურად ადგილი ჰქონდა შეხვედრისას.

ვინაიდან ხელისუფლება დიდი ხანია კანონიერ ჩარჩოებს გასცდა, შესაბამისად აშკარაა, რომ ხელისუფლება მზად არის გადადგას ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად და ერთ-ერთი უკანონო ნაბიჯი შეიძლება იყოს მათ შორის ნიკა გვარამიას დაკავება“- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ხელისუფლების მიერ მიზანმიმართულ ზეწოლაზე საუბრობს ადვოკატი თამთა მურადაშვილიც.

„ხელისუფლებას ძალიან უჭირს და ცდილობს, რომ ყველანაირად ბოლომდე ზეწოლა განახორციელოს. ჩვენი აზრით ხელისუფლებას გამოცხადებული აქვს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლა წესების გარეშე, ამ ბრძოლაში ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი გარდა კეთილსინდისიერი მოსამართლეებისა, რომლებიც წინ აღუდგებიან უკანონო გადაწყვეტილებას, ჩვენ რუსთავი 2-ლები და ხალხი, რომელიც დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას ბოლომდე,“-განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის გამოკითხვა დასრულდა. საქმე ეხება ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასმართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ფარულ ჩანაწერს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42