საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეიდან „გაზპრომთან“ დაკავშირებული რეზოლუციის პროექტის ტექსტის განხილვა იწყება. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შემუშავებულ პროექტს წარადგენენ.
„მოვითხოვთ რომ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გააფორმა გაზპრომთან და რომელიც ცალსახად საზიანოა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩვენ ასევე ვაყენებთ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს,“-აცხადებს ენმ-ს წევრი თინათინ ბოკუჩავა.
ოპონენტების ინიციატივებს მხარს არ უჭერენ საპარლამენტო უმრავლესობაში.
„მსგავსი ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროება შეიძლება საერთოდ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდეს. იმიტომ, რომ მხარეებმა როდესაც რაღაცაზე მოილაპარაკეს ეს ორივე მხარისთვის კომერციული საიდუმლოა,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






