საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელეს
პოლიტიკა - 10:30, 16 Feb, 2017     1063

საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა და რეგიონში ალიანსის მთვარი პარტნიორი, ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში. რეგიონში ახალი გამოწვევები, შავ ზღაში უსაფრთხოების განმტკიცება და ამ პროცესში საქართველოს ჩართულობის ფორმა იყო საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ლევან იზორიამ და გაბრიელ-ბენიამინ ლესმა ამ თვალსაზრისით თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები განიხილეს. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ნატოს უკვე წარდგენილი აქვს კონკრეტული წინადადებები, თუ რა ფორმით უნდა ჩაერთოს საქართველო შავის ზღვის უსაფრთხოების პრაქტიკულ ღონისძიებებში.

“შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო თემაა. რუმინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებს განვიხილავთ. ჩვენ საფუძვლიანად ვიმუშავეთ და ნატოს უკვე წარვუდგინეთ კონკრეტული წინადადებები, თუ რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების პრაქტიკულ ღონისძიებებში. საქართველო უკვე მონაწილეობს სტრატეგიულ დისკუსიებში, მაგრამ აქ უკვე საუბარია პრაქტიკულ ღონისძიებებზე,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების გარდა ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის საკითხზე. ასევე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს და მასში რუმინელი წარმომადგენლის აქტიურ ჩართულობას.

აღსანიშნავია, რომ ნატოს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ალიანსის შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხვალ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან კენეთ ჰენდელმანთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის დროს განხილვის მთავარი თემა საქართველოს მზადყოფნის პროგრამა და ამ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - ვაზიანში ერთობლივი სასწავლო ცენტრის შექმნაა. ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნული ცენტრის ჩამოყალიბება საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ნატოში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.


„მსგავსი ცენტრი გერმანიაში არსებულ ამერიკულ ბაზაზე არსებობს და ჩვენ ის ცოტა ხნის წინ მოვინახულეთ. სწორედ ასეთი ცენტრის შექმნის სურვილი გვაქვს საქართველოში, რაც დიდი ამბიციაა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თითოეული ეს აქტივობა უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის უსაფრთხოების სიმტკიცის გაზრდას. ჩვენი მთავარი მიზანია თავდაცვითი შესაძლებლობების და ჩვენი ქვეყნის მდგრადობის, მისი მტკიცე განვითარების ხელშეწყობა, რაც, ბუნებრივია, უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42