"მინდა საკუთარ თავს და ყველას ვუსურვო ქრისტესმიერი სიმშვიდე. მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ თუ ჩვენ კარგად ჩავიხედებით ქრისტიანობაში, ეკლესია სწორედ ქრისტესაკენ მიმავალ გზას გვიჩვენებს. ის დაპირიოსპირება რაც ხდება არის დროებითი, არის ჭუჭყში მოთხვრილი მარგალიტი და და ვერავინ ვერ იტყვის რომ ეს ჭუჭყი არის მარგალიტი. რა ვქნათ? - მარგალიტი უნდა გავრეცხოთ, მაშინ გამოჩბდება მარგალიტი თავისი მთელი ბრწყინვალებით"- განაცხადა მამა თეოდორე გაგნიძემ.
კითხვაზე საპატრიარქოში არსებული ვითარება, შეიძლება თუ არა იყოს მომავალი პატრიარქის ყახტისთვის ბრძოლის ნაწილი, სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ
"ის ვისაც პატრიარქობა სურს ამ რთულ ეპოქაში, უნდა იცოდეს, რომ პატრიარქობა ეს არ არის მარტო სასულიერო პირობა ის პოლიტიკური ფიგურაცაა და მეორე, როცა მამა ცოცხალია შეიძლება ამაზე ფიქრი? თუ ვინმეს ასეთი ინტერესები აქვს გულში, მან უნდა მოინანიოს და ჩაკლას, თი ვერ ჩაკლავს ეს სერიოზული პრობლემაა იმ ადამიანისთვის. ვერც საკუთარ თავს და ვერც ვერავის ვაკადრებ ხელი გავიშვირო და ვთქვა, რომ ეს ამას უნდა, რომ მამა მოკვდეს და თვითონ გახდეს მამა - აბსურდია. ვინც არის იქნება მანამდე, სანამ ღვთის ნებაა და ვინც მოვა, ის ასევე ღვთისათვის სათნო იქნება. ადამიანური ჩარევა არაფერს მისცემს იმ ადამიანს, ვისაც შეიძლება ეს განზრახვა ჰქონდს"- თქვა მამაომ.
მასალის გამოყენების პირობები






