მამა ანდრია "არჩევანში" სატელეფონო ჩართვისას აცხადებს, რომ პროტოპრესვიტერი შორენა თეთრუაშვილის დავალებებს ასრულებს.
სასულიერო პირმა გააპროტესტა მამა შალვა კეკელიას განცხადება და აღნიშნა, რომ დროა სიმართლე ითქვას.
"მამა შალვა აქეთ ცილს წამებს ასე უპრინციპოდ. შორენა თეთრუაშვილი ეს არ არის ერთი პიროვნების საკითხი, სასულიერო აკადემიაში ჩვენ გვქონდა უამრავი საკითხი და სასულიერო პირებთან არაერთგზის გვისაუბრია, მაგალითად იოანე გამრკელს გადავეცით კიდეც წერილი და ვანახეთ, რა პრობლემები იყო. ქალბატონ შორენასაც შევხვდით. სინოდის წევრების შემდეგ ვხვდებოდით შორენას. პროტოპრესვიტერი ასრულებს შორენას დავალებებს და მამა შალვა კიდევ მამა გიორგი ზვიადაძისგან დავალებულია. არ შეიძლება როცა თვით ეპისკოპოსზე ასეთ ცილისწამებას ამბობს, სასულიერო სემინარიის სტუდენტებს ახსოვს ბევრი პრობლემა , რომელიც არ გაგვიხმაურებია.
ყველა სასულიერო პირს ახსოვს, რაც ხდებოდა და ეს პრობლემები ჩაცხრა, ანუ ჩახშობა მოხდა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა უწმინდესთან. გამოგვიყვანეს ისე, რომ მხოლოდ ლოკალურად ორი სტუდენტის პრობლემა იყო და თითქოს სხვას არ აინტერესებდა, 500-მდე სტუდენტი იყო. გვახსოვს მამა გიორგის ჩართვაც, როგორ განადიდებს ის შორენას. როცა სტუდენტებს უნდოდათ პატრიარქთან შეხვედრა, შორენას გვედის ავლით ვერ შევიდოდა. მე ვერავინ დამარეწმუნებს, რომ შორენას არ აქვს გავლენა. ერთ-ერთი შეხვედრა მამა თეოდორესთან გვქონდა და დაადასტურებს ამას, მაგრამ დახმარება არცერთი სასულიერო პირისგან არ მომისმენია"- თქვა მამაომ.
მასალის გამოყენების პირობები






