„გვაქვს მყარი საფუძველი ამ უნდობლობის, პირველ რიგში ეს არის მათი გაკეთებული განცხადება ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. თუ მართლა გააჩნიათ ასეთი ექსპერტიზის დასკვნა, ეს დასკვნა არის ცალსახად ყალბი და როგორ შეიძლება ამის შემდეგ ნდობაზე ვილაპარაკოთ,“ - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
მისი თქმით, შსს-ს სულ მცირე, ის ადამიანები უნდა დაეკითხა, ვისაც ჩანაწერის სრული ვერსია აქვს მოსმენილი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აინტერესებს, რეალურად ამ ქმედებისა და დანაშაულის გამოძიება, ვგულისხმობ ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევას და ვიდეოჩანაწერის უკანონო მოპოვება-გავრცელებას, იმიტომ რომ, დადებით შემთხვევაში, უნდა დაეკითხა მას მინიმუმ ის პირები მაინც, ვისაც მოსმენილი ჰქონდა ჩანაწერის სრული ვერსია,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ფარული ჩანაწერების საქმეზე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს.
გვარამია სასამართლოში 10:30 საათზე უნდა გამოცხადდეს. ვინაიდან ნიკა გვარამიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაკითხად მისვლაზე უარი განაცხადა, უწყებამ შუამდგომლობით მიმართავა სასამართლოს, რათა ნიკა გვარამია მოსამართლის წინაშე მოწმის სახით იქნას დაკითხული
მასალის გამოყენების პირობები






