ოპოზიცია კვირას რუსთავი 2-ის დასაცავად აქციას უერთდება
პოლიტიკა - 18:59, 15 Feb, 2017     2979
„რუსთავი2“-ის შენობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები იმყოფებოდნენ. სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლებმა მათ კვირას პარლამენტის ძველი შენობის წინ 3-ის ნახევარზე დაგეგმილ აქციის სამოქმედო გეგმა გააცნეს.

საკორდინაციო საბჭოს წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიულობის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის და დამოუკიდებელი სასამართლოს შენარჩუნება, ამჟამად კი მოქმედი ხელისუფლება ორივეს საფრთხეს უქმნის:

„კვირის აქციაზე რა თქმა უნდა მივალ, შვილებთან, მშობლებთან, ყველა იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც აღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. ეს არაა პოლიტიკური აქცია, ეს არის თავდაცვის ბოლო ზღუდე, ამ ზღუდის უკან არის სიბნელე და ივანიშვილის ოჯახურ-კლანური რეჟიმი. შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ვიკეკლუცოთ და ერთმანეთს რაღაცეები ვუმტკიცოთ, ამ დღეს წყდება, როგორ ქვეყენაში იცხოვრებენ ჩვენი შვილები“- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

პაატა დავითაიას თქმით რ2 არის ქვეყანაში დემოკრატიის გარანტი და ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ მის დასაცავად ყველა ერთიანია:

„ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის რომ, რ2 როგორც დემოკრატიის გარანტი იყოს დაცული და ამიტომ ვართ მის გვერდით, არათუ აქციაზე მოვალთ, არამედ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ აქციაში. დღეს ხელისუფლებამ უნდა დაინახოს ერთი რაღაცა, რომ საზოგადოება, ჟურნალისტები, პოლიტიკური პარტიები, ის ადამიანები, რომლებიც არ გაიყიდნენ ოლიგარქზე, ყველა დგას ერთად იმისთვის, რომ რ2 დაიცვას“- აღნიშნა პაატა დავითაიამ.

მამუკა გამყრელიძის თქმით ქვეყნის დემოკრატიულობისთვის აუცილებელი პრინციპია რომ სასამართლო და მედია დამოუკიდებელი იყოს:

„ნებისმიერი ტელევიზია, ეს რუსთავი2 იქნება თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი , თუნდაც ობიექტივი, როდესაც ესეთი საფრთხე ემუქრება მოქალაქე ვალდებულია გამოვიდეს და დაიცვას სიტყვის თავისუფლება. იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული ქვეყნის აშენება, უნდა ვიცოდეთ რომ ორი რამ უნდა იყოს სრულიად ხელუხლებელი, ეს არის მედია და სასამართლო“- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ

„თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ პარტია, ყოველთვის, მზად არის რუსთავი 2-ის დასაცავად მათ შორის აქციებში მონაწილეობისთვისაც.

„ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ყოველთვის ვიცავდით რუსთავი 2-ს, როგორც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას და გავაგრძელებთ მის დაცვას ყველანაირი ფორმით მათ შორის აქციებში მონაწილეობითაც. დღეს მოვედით იმისთვის, რომ შევათანხმოთ ეს დაცვის ფორმები და საჭიროებები გამოვკვეთოთ იმიტომ რომ ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ყოველთვის ვიცავდით სიტყვის თავისუფლებას და მომავალშიც დავიცავთ“- განაცხადა გოგუაძემ.

ლეიბორისტი გიორგი გუგავას თქმით „რუსთავი 2 არის თავისუფლების სარკმელი, რომელიც აკავებს ხელისუფლებას, რომ მთლად ხელი არ აიღოს თავზე და უბედურება არ დააწიოს ამ ქვეყანას:

„ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს რუსთავი 2 ის ერთადერთია, „რუსთავი 2 არის თავისუფლების სარკმელი, რომელიც აკავებს ხელისუფლებას, რომ მთლად ხელი არ აიღოს თავზე და უბედურება არ დააწიოს ამ ქვეყანას. ეს გამოჩნდა ბოლო დღეებშიც. უკანასკნელი მოვლენები რუსთავი 2-მა გააშუქა ოპერატიულად, სხვა შემთხვევაში ამას ხელისუფლება დამალავდა,“ - განაცხადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ.

ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივნის მანანა ნაჭყებიას თქმით, თავისუფალი მედიის დაცვა უნდა მოხდეს ნებისმიერი პოლიტიკური ბრძოლის მეთოდით, რომელიც საქართველოშია დაშვებული:

„ჩვენ უკვე აშკარად ვხედავთ რომ არა მხოლოდ რუსთავი2 არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლის და სავარაუდოდ მომავალში სხვა არხების მიმართაც იგეგმება ხელისუფლების მხრიდან ტოტალური გაკონტროლება, დღეს თუ ჩვენ დავთმობთ რუსთავი2 -ს და საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ დემოკრატიის ისეთი მნიშვნელოვანი საძირკველი როგორიცაა თავისუფალი მედია, აღარ გვექნება. ჩვენ უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია ნებისმიერი პოლიტიკური ბრძოლის ფორმით, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია დაშვებული“- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი აბესაძის თქმით მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებული შეხედულებების მქონე პარტიებმა თუ ადამიანებმა თავისუფალი სიტყვის დასაცავად გაერთიანება შეძლონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიახაც, რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმის მქონე პარტიებმა, განსხვავებული შეხედულებების მქონე საზოგადოებრივმა მოძრაობებმა თუ ადამიანებმა თავისუფალი სიტყვის დასაცავად შეძლონ გაერთიანება და ამ პროტესტის ერთიანი ძალით გამოხატვა.“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42