ნორვეგია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას იწყებს
პოლიტიკა - 18:50, 15 Feb, 2017     1259
საქართველოში ნორვეგიული ინვესტიციები, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ორმხრივი თანამშრომლობის სხვა აქტუალური საკითხები იქნა განხილული ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან მარიტ ბერგერ როსლანდთან საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი მინისტრის მოადგილეს ვახტანგ მახარობლიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს და ამ კონტექსტში მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო და აქტიურ ურთიერთობებს როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივანს ნორვეგიის მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის. კერძოდ, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (Joint Training and Evaluation Centre - JTEC) დაარსებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

ხაზი გაესვა ნორვეგიული მხარის ფინანსურ და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის კუთხით განხორციელდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ნორვეგიულ მხარეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კომპანიის “Clean Energy Invest“ საქმიანობას ენერგეტიკის სფეროს განვითარებაში. როგორც ცნობილია საქართველოში ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობას ნორვეგიული კომპანია განახორციელებს, რის შედეგადაც ენერგეტიკის სფეროში 850 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას თავდაცვის სფეროში და ამ კუთხით, აპრილში, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის ინე ერიკსენ სორეიდეს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოსა და ნორვეგიას შორის წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა დამყარდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ იზრდება ბიზნესისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით დაინტერესება. ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - განაცხადა მარიტ ბერგერ როსლანდმა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობას, რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საერთაშორისო დღის წესრიგით გათვალისწინებულ აქტუალურ საკითხებს.

მარიტ ბერგერ როსლანდმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს, მიესალმა ორ ქვეყანას შორის არსებულ დინამიურ თანამშრომლობას და მომავალში ორმხრივი ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავების იმედი გამოთქვა. მან მაღალი შეფასება მისცა ნატო-ს სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობას.

მხარეებმა ასევე კმაყოფილება გამოთქვეს NB8-ის ფარგლებში პარლამენტის სპიკერების დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, რომელიც თბილისში, მიმდინარე წლის 20-22 მარტს შედგება.

„საქართველოსა და ნორვეგიას შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაა მთელი რიგი მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ქალბატონი როსლანდის ვიზიტი კიდევ ერთი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ახალი სფეროები და მიმართულებები განვიხილოთ “ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42