რას ამბობს დაკავებული დეკანოზი ირაკლი მამალაძეზე - ახალი მესიჯები საკნიდან
პოლიტიკა - 16:55, 15 Feb, 2017     12979
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფ სასულიერო პირი მოინახულა. გიორგი ფანცულაიას თქმით, მან მამა გიორგი მამალაძეს ინფორმაცია გადასცა იმის შესახებ, თუ რას აცხადებდა ე.წ ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით დეკანოზის საუბარი ფარულად ჩაწერა, ნამდვილად აკავშირებს ნათესაური კავშირი დაკავებულ სასულიერო პირთან.

„მე მას გადავეცი ირაკლი მამალაძის სატელევიზიო გამოსვლა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან დამაბარა მხოლოდ ის, რომ ირაკლი მამალაძე არის მისი გარე ბიძაშვილი, ის არის ირაკლი მამალაძის ძმისშვილის ნათლია და ის არის ირაკლი მამალაძის უახლოესი მეგობარი,"- აღნიშნა ფანცულაიამ.

ადვოკატის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება შეცდომაშია შეყვანილი და იმედს გამოთქვამს რომ რეალობა მალე გაირკვევა:

"ის ფიქრობს, რომ ხელისუფლების ორგანოები შეცდომაში არიან შეყვანილნი და იმედი აქვს, რომ ეს მდგომაროება გამოსწორდება და რეალურად დაინტერესდებიან იმით, რომ ის არაა დამნაშავე. პლუს ამას განსაკუთრებულად მკაფიოდ დამაბარა კიდევ ერთხელ, რომ ის ითხოვს ოჯახის უსაფრთხოებას. ბოლომდე ჩემთანაც არ გაიხსნა, თუ რატომ ითხოვს ასეთი კატეგორიულობით ამას,“- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, მას უფლება არ აქვს საქმის კონკრეტულ დეტალებზე და მოწმეთა ვინაობაზე ისაუბროს და პროკურატურას კიდევ ერთხელ მოსთხოვა გაუთქმელობის ხელწერილის გაუქმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42