ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
პოლიტიკა - 16:18, 15 Feb, 2017     1103

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, 15-16 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირველი შეხვედრა ლიტველ კოლეგასთან რაიმუნდას კარობლისთან უკვე გამართა. ლევან იზორიამ ლიტველ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რაიმუნდას კარობლისმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის უწყების რეფორმირების პროცესი და მზაობა გამოხატა, ლიტვამ კიდევ უფრო გააღრმავოს ორმხრივი თანამშრომლობა ქართულ მხარესთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით.

მინისტრებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაზეც იმსჯელეს, რომელშიც ლიტველი ექსპერტი ანალიტიკური მიმართულებით 2015 წლის აგვისტოდან აქტიურ როლს ასრულებს. ლევან იზორიამ სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ფორმატში საქართველოს ჩართვა თავდაცვის სფეროს განვითარების ახალი და ეფექტური მექანიზმი გახდება.

დღესვე დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა რუმინელ კოლეგასთან გაბრიელ-ბენიამინ ლესთან, სადაც განხილვის მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება იქნება.

მინისტერიალის მეორე დღეს კი, ლევან იზორია მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, რომელიც თავდაცვის მინისტრების ფორმატში გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება ნატოს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებების, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

„საქართველო ნატოს ერთადერთი არაწევრი ქვეყანაა, რომელთანაც კომისიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება. ჩვენ ამის დიდი პატივი გვაქვს, რათა წარვადგინოთ ჩვენი რეფორმების შესახებ ინფორმაცია, მივიღოთ მაქსიმალური მხარდაჭერა ნატოს წევრი ქვეყნებისგან, პოლიტიკურად კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი მზაობა და მოტივაცია, რომ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ეს რეფორმებიც სწორედ ამას ისახავს მიზნად. მინისტერიალის ფარგლებში გვექნება ექვს ქვეყანასთან ორმხრივი შეხვედრები. უკვე გვქონდა ორმხრივი შეხვედრა ლიტვის თავდაცვის მინისტრთან, იგეგმება რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა, რომელთანაც განსაკუთრებულად საინტერესო თემაა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ალიანსის შტაბ-ბინაში ხვალ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან კენეთ ჰენდელმანთან, ასევე თურქ, ბრიტანელ და ლატვიელ კოლეგებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42