"ყველა ჯერზე მხოლოდ ჩვენი ინიციატივით ხდება კომუნიკაცია, არცერთხელ არ გაჩენია პროკურატურას სურვილი, რომ რამე სიახლე გვამცნოს. წინასასამართლო პროცესი გააგრძელეს და გვაინტერესებს რატომ. ამ საქმის ყველა ფიგურანტი თავისუფალია. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახლა უკვე სრულიად დარწმუნებით ვამბობ, რომ ეს შეკვეთილია, ეს ნიშნავს რომ „ჩვენ შევუკვეთეთ და ჩვენვე ხომ არ დავსჯიდით“. მოტივი იყო წინასაარჩევნოდ ხალხის დაშინება, რაც გამოუვიდათ, ვინაიდან თბილისში ამ ყველაფრის შედეგად დასწრება არჩევნებზე მკვეთრად დაეცა. ეს არ იყო პერსონალურად ჩემზე, მე იმისთვის შემარჩიეს, რომ სათქმელად ექნებოდათ, რომ მე მეტი მტერი მყავს,“ - განაცხადა თარგამაძემ.
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებული ბორის ჩაგუნავა პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს, რასაც თარგამაძე არ ეთანხმება.
მასალის გამოყენების პირობები






