სალომე ტუღუში ვერეს ხეობაში არსებული მიწის გასხვისებაზეც საუბრობს:
"კი, მე ვარ გიორგი ტუღუშის თანაშემწე. კი ბატონო, ზვიად ჩოხელის ქალიშვილი გახლავართ. რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, ამის შესახებ ბუნებრივია ვიცი, მეტიც თუ გაინტერესებთ ყველაფერში ჩართული ვიყავი. საინტერესოა, რა კავშირი აქვს ამას ჩემს საქმიანობასთან, რომ მე გიორგი ტუღუშის თანაშემწე ვარ. გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმირებული ვიყავი და გასხვისებაზე რომ კითხვას მისვამთ, აქ არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულება , მხოლოდ გასხვისება არ მომხდარა. აქ კიდევ ბევრი სამართლებრივი დეტალია, რეალურად, მესაკუთრე ნაზღაიძე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ მოხდა ვალის აღიარების ხელშეკრულების გაფორმება მასთან. მის მიერ ამ მიწის ნაკვეთში გადახდილი 80 000 დოლარი უნდა დაებრუნებინა მისთვის მამაჩემს, გარანტიის სახით მიწა რჩებოდა მის სახელზე, სანამ ამ 80 000 მამაჩემი დაუბრუნებდა და როცა დაუბრუნებდა, ნაზღაიძე ვალდებული იყო ვალის აღიარების ხელწერილს თანახმად, მამაჩემისთვის კუთვნილი მიწა დაებრუნებინა. თუ გნებავთ, შემიძლია შეგხვდეთ და გაჩვენოთ ის დოკუმენტები, რომელიც გამაჩნია "- განაცხადა ჩოხელმა.
სალომე ჩოხელი "ნიუპოსტთან" აცხადებს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზვიად ნაზღაიძე "რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ძმა იყო, მან ტელეეთერით გაიგო.
მისი თქმით, როგორც კი რუსთავი 2 -ზე მიწის შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა ყველა საკითხზე საქმის კურსში ჩააყენა ოთო კახიძე და ირაკლი აბესაძე.
"გიორგი ტუღუშს და ამ თემასთან ჩემს დაკავშირებას რაც შეეხება, როგორც კი ეს ინფორმაცია "რუსთავი 2"-ის ეთერში გაჟღერდა, მე იმ დღეს გავიგე, რომ ზვიად ნაზღაიძე, რომელიც წარმოადგენდა ჩვენი ნაკვეთის ნომინალურ მფლობელს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმაა. მეტსაც გეტყვით, შეგიძლიათ ჩემი, სალომე ჩოხელის სტატიები მოძებნოთ კონკრეტულად ნატა ნაზღაიძესთან და რუსთავი 2 -ის საქმესთან დაკავშირებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ჩემს ინტერესს ამ ქალბატონისადმი. ეს ყველაფერი მოვახსენე შესაბამის ადამიანებს, იგივე ირაკლი აბესაძეს და სხვა ადამიანებიც ჩავაყენე საქმის კურსში"- დასძინა ჩოხელმა.
მასალის გამოყენების პირობები






