ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა - 14:43, 15 Feb, 2017     1149
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, 15-16 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მინისტერიალის მეორე დღეს კი, ლევან იზორია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრების ფორმატში გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება ნატოს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებების, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

16 თებერვალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან კენეთ ჰენდელმანთან. ორმხრივი შეხვედრები გაიმართება ასევე, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან, მათ შორის თურქ, ბრიტანელ და ლატვიელ კოლეგებთან. ლევან იზორია კოლეგებს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, განიხილება ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები და საქართველოს წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოების განმტკიცებაში.

თავდაცვის მინისტერიალს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის. ორი დღის განმავლობაში თავდაცვის მინისტრების განხილვის მთავარი თემა მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ალიანსის მიდგომაა. მინისტრები ფოკუსირებას მოახდენენ ასევე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მომდინარე საფრთხეებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42