საქმე ეხება ვერეს ხეობაში სტიქიის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთს. ფაქტმა საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების პროტესტი გამოიწვია, მოსახლეობა და პოლიტიკური პარტიების ლიდერები კითხვებზე პასუხის გაცემას ხელისუფლებისა და მერიიგან ითხოვენ, მათ შორის აქციების გზით.
სკანდალში წინა კვირას შემოდის ამ ბურუსით მოცული საქმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ზვიად ჩოხელი, რომლიც ირწმუნება, რომ ეს ნაკვეთი 2011 წელს ბანკიდან იპოთეკური სესხით 890 000 დოლარად შეიძინა.
ეს უკანასკნელი 13 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მერიასთან მოწყობილ აქციაზე გამოჩნდა და პოლიტიკურ ლიდერებს გენერალ ლევან გვაზავას მეგობრად გაეცნო და აღნიშნა, რომ მისი სახელით ლაპარაკობდა.
"ნუპოსტის" ინფორმაციით, ზვიად ჩოხელის ქალიშვილი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერისა და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის გიორგი ტუღუშის თანაშემწეა.
ის ამ თანამდებობაზე 2016 წლის 2 დეკემბერს დაინიშნა.
უცნობია იცოდა თუ არა გიორგი ტუღუშმა და ევროპულმა საქართველომ ზვიად ჩოხელის კავშირი მოსამართლის სკანდალურ საქმესთან თუმცა ტუღუში „ნიუპოსტთან“ ადასტურებს, რომ ზვიად ჩოხელის შვილი, სალომე ჩოხელი მისი თანაშემწეა.
"ნიუპოსტი" სალომე ჩოხელის კომენტარს ამ თემაზე უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები






