"ჩემი ეშინიათ, მე მაიმუნობის საშუალებას არ ვაძლევ არავის, ვინც არ უნდა იყოს"- მეუფე იაკობი (ვიდეო)
პოლიტიკა - 15:12, 15 Feb, 2017     19465

ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი გუშინ გადაცემა „არჩევანში“ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მეუფე იაკობმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთან ქეთი ქარდავასთან საუბარში აღნიშნა თუ მეუფე პეტრეს საზოგადოებაში ავტორიტეტის შენარჩუნება სურს მსგავსი განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს:

„რუსთავი2“ ამ ბოლო დროს არასერიოზულად იქცევა, მაგათ ჯობია გვარამიაზე იფიქრონ და ეკლესიას თავი დაანებონ, ეკლესია მიხედავს თავის საქმეს. ყველას გილოცავთ მირქმის დღესასწაულს. მეუფე პეტრემ თავის ნათქვამზე თვითონ უნდა გააკეთოს კომენტარი. ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს პირში მითხრას. შორენა თეთრუაშვილს შეიძლება მეუფე პეტრეზე აქვს გავლენა და გათავისუფლება უნდა, ჩვენზე რა გავლენა უნდა ქონდეს? მეუფე პეტრეს თუ უნდა საზოგადოებაში ავტორიტეტი და პატივისცემა ქონდეს, მასეთი რაღაცეებისგან თავი უნდა შეიკავოს. ხშირად მცხვენია სხვების განცხადებების გამო.“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ქორეპისკოპოსი საპატრიარქოში ფინანსური პრობლემების და კორუფციის ფაქტების არსებობას უარყოფს, რაზეც დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში იყო ლაპარაკი და აცხადებს, რომ შიდა აუდიტის ჩატარებას თავად ის კურირებდა:

„ეს არის არასერიოზული რაღაცა, არ მინდა დაჭერილი ადამიანია და იმაზე რამე ვილაპარაკო, ჩვენზე ძალიან მამალაძეს არასოდეს შეტკიოდა გული. შიდა აუდიტი მე უნდა გამეკეთებინა, მე ვაკეთებდი მაგას და მამალაძე იბრალებს. არაფერი პრობლემა არ იყო საპატრიარქოში.“- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის არც უარყოფს და არც ადასტურებს იმას, რომ დანაშაული შესაძლოა მართლაც მამა გიორგი მამალაძის მიერ იყოს ჩადენილი, როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, ადამიანი თუ დაშორდება ღმერთს აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება გაიფიქროს და განახორციელოს. ამასთანავე მეუფე იაკობის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი თუ მამა გიორგი მამალაძემ მასთან შეხვედრა მოისურვა, ის მას არ შეხვდება:

„საერთოდ არასერიოზულია სასულიერო პირებისგან იმის საუბარი, რომ ვიღაცამ შეიძლება რაღაცა არ გააკეთოს , ადამიანი თუ დაშორდება ღმერთს აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება გაიფიქროს და განახორციელოს. მე ახლა უშუალოდ მამა გიორგიზე არ ვსაუბრობ. ღმერთმა ყველა დაიფაროს, ციხეშია და არ მინდა მაგ კაცზე საუბარი. არ ვიცი იმას გონებაში რა აქვს. რა თქმა უნდა მე მას არ გავესაუბრები. ვისთან ერთადაც ახლოს არის ისინი გაესაუბრონ.“- განაცხადა მეუფემ.

ქორეპისკოპოსი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საპატრიარქოს მდივანი რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი განუსზღვრელ ძალაუფლებას ფლობს და მას გავლენა აქვს სინოდის წევრებზეც. მეუფე იაკობმა სამარცხვინო უწოდა მეუფე პეტრეს ნათქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ შორენა თეთრუაშვილი მორჩილ მღვდელმთავრებს „ოქროს თევზებს“ უწოდებს:

„შორენა თეთრუაშვილი თავის საქმეს აკეთებს, ჩემს საქმეში პატრიარქის გარდა დავალებას ვერავინ მაძლევს. სამარცხვინოა ამაზე საუბარი. ოქროს თევზებზე გუშინ გავიგე მეუფე პეტრესაგან . სამი სურვილის ასრულების ის რომ მქონდეს, ღმერთს არ ვთხოვდი? მეუფეს უნდა შერცხვეს, როგორ უნდა შემხვდეს? დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ჩმეგან თანადგომმის მეტი არაფერი უნახავს და მასეთ სამარცხვინო რამეს რომ ამბობს ჩემზე, თვითონვე იცის რომ იტყუება. პატრიარქის გარდა არ არსებობს არავინ მე რომ ბრძანებას მაძლევდეს. ჩემი სახელი იმიტომ ფიგურირებს, რომ ჩემი ეშინიათ, მე მაიმუნობის საშუალებას არ ვაძლევ არავის, ვინც არ უნდა იყოს.“- აღნიშნა მეუფე იაკობმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42