ურთიერთშანტაჟი და ურთიერთსარგებელი- რესპუბლიკელები საპატრიარქოს დაფინანსების შეწყვეტას ითხოვენ
პოლიტიკა - 13:32, 15 Feb, 2017     1960
საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რესპუბლიკურმა პარტიამ ბრიფინგი გამართა, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძის განცხადებით, საპატრიარქოსა და ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულებამ მახინჯი ფორმები მიიღო, რაც გამოიხატება ერთის მხრივ საპატრიარქოზე ხელისუფლების გავლენების გაძლიერებაში და მეორეს მხრივ საპატრიარქოს არამიზნობრივი დაფინანსების გაზრდაში. რესპუბლიკურმა პარტიამ დღეს საჯარო რეესტრზე და სპეციალურ კვლევაზე დაყრდნობით წარადგინა მონაცემები, რომლიდანაც ირკვევა, რომ კონკორდატის გაფორმებიდან დღემდე საპატრიარქომ მიიღო 200 მილიონი ლარი და 1 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა. რესპუბლიკელები მოითხოვენ, რომ საპატრიარქოსთან საფინანსო და ქონებრივი საკითხები დარეგულირდეს მხოლოდ კონკორდატით გათვალისწინებული კომპენსაციების ფარგლებში.

„ეკლესია გახდა ხელისუფლების ავტონომიური ნაწილი და ამ ურთიერთსარგებელზე, ხშირად ურთიერთშანტაჟზე, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლურ-კონკურენტულ ურთიერთობის შედეგად მივედით იქამდე, რომ გვესმის უგვანო და ყველა ჩარჩოდან გასული ტერმინოლოგია სასულიერო პირებისგან და ვხედავთ ორი მხარის დაპირისპირებას ეკლესიაში. ჩვენ ვთვლით, რომ ამ რთულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო, არ გასცდეს კონკორდატით შეთანხმებულ ნორმებს არც ხელისუფლება და არც ეკლესია, რასაც დღეს აქვს ადგილი და შეწყდეს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსება. რომელიც დღეს არსებობს და თუ საუბარია კომპენსაციაზე ეს უნდა იყოს დასაბუთებული და კონკრეტული“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თამარ კორძაია დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილს გამოეხმაურა.

"ბატონი მამალაძის წერილში აღწერილი ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის რეალობა და ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩარეულები არიან კორუფციაში და მათ აქვთ საერთო ბიზნესები, ეს დასტურდება სამეწარმეო რეესტრიდან არაერთი ამონაწერით. ეკლესიას წმინდა ფულადი სახით მიღებული აქვს 200 მილიონზე მეტი, ასევე საპატრიარქოს მიღებული აქვს 1 მილიონზე მეტი კვ.მ. მიწის სახით. საბოლოო ჯამში საქართველოს მოსახლეობა რატომ არის ვალდებული ამდენი იხადოს კომპენსაციის სახით, იქნებ ვინმემ დაუსაბუთოს ან საერო ან სასულიერო ხელისუფლებიდან“- განაცხადა თამარ კორძაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42