„როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გვიკავშირდებოდნენ და გვიბარებდნენ პროკურატურაში, პირველი კითხვა იყო ასეთი: „რატომ ხართ ოპოზიციაში“. დღეს, ალბათ, ამაზე საუბარი და პარალელების გავლება სასაცილოა. თუ საუბრის ავთენტურობა დადასტურებულია, ეს არ ნიშნავს, რომ პირი დამნაშავეა. საუბრის ჩანაწერი ერთობლიობაში უნდა მოდიოდეს სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად. ის მიდგომა, რომ არ მომწონს პროკურატურა და არ მივალ, ცოტა უცნაურია. არც ჩვენ მოგვწონდა „ნაციონალური მოძრაობის“ პროკურატურა, მაგრამ დავდიოდით იქ, როცა გვიბარებდნენ. სატელეფონი საუბარში მე შეიძლება ვთქვი, რომ მოვკალი კენედი, მაგრამ კენედი 1963 წელს მოკვდა და აქედან გამომდინარე, მე, ცხადია, არ ვარ მკვლელი. გაუგებარია, რატომ არიდებენ თავს დაკითხვაზე მისვლას და რატომ ხდება ეს აჟიოტაჟის საგანი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მასალის გამოყენების პირობები






