"წინასწარ პატიმრობაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ პირი დამნაშავეა“ – ფოფხაძე დაკავებული დეკანოზის საქმეზე
პოლიტიკა - 12:50, 15 Feb, 2017     1784
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ, რომ გიორგი მამალაძეს შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა, ამას ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს.

გედევან ფოფხაძე თვლის, რომ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, ძიება უნდა წარიმართოს ხელის შემშლელი ფაქტორების გარეშე.

გედევან ფოფხაძე დაცვის მხარის განცხადებებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ პოზიციის დაფიქსირების საშუალება სასამართლოზე მიეცემათ.

„მამა გიორგი მამალიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არის სასამართლოს პრეროგატივა, თუ სასამართლო არგუმენტირებულად ჩათვლის პროკურატურის მიერ დადებულ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ დაკავებულის გათავისუფლება წინასწარი პატიმრობიდან ხელს შეუშლის ძიებას, ამაში სასამართლოს ხელი არ უნდა შევუშალოთ. რაც შეეხება დაცვის მხარის პრეტენზიებს, რომ მათ არ ეძლევათ პოზიციის დაფიქსირების საშუალება, არსებობს სასამართლო, სადაც ისინი სრულად მოახერხებენ თავისი მტკიცებულებების წარდგენას. გასაგებია, რომ ჰუმანურობა იქნებოდა, თუ მამალაძეს არ შეეფარდებოდა წინასწარი პატიმრობა, მაგრამ საქმე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამაში სამართალდამცავი ორგანოების გარდა, არავინ ზედმეტად არ უნდა ჩაერიოს. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ მამალაძე არ იყო მარტო თავისი ქმედებების დროს, ალბათ დატოვებს პატიმრობაში, რათა გავლენა არ მოხდეს სხვა პირებზე, თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა. წინასწარ პატიმრობაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ პირი დამნაშავეა“ – განაცხადა ფოფხაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება ხელს უშლის ძიების ობიექტურ ჭრილში წარმართვას, რაც, მისი აზრით, მიზანმიმართულად ხორციელდება.

„ძიება მიმდინარეობს, მაგრამ არიან დაინტერესებული პირები, რომლებსაც სურთ, რომ ხელი შეუშალონ ძიებას. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები, რაც საზოგადოებაში გარკვეულ ფონს ქმნის, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დადგეს. მე მიმაჩნია, რომ საქმის ირგვლივ განცხადებების გაკეთებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს, ძიების დასრულებამდე“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42