"მოსამართლე ნაზღაიძის ძმა ცდილობს მიწის ნაკვეთი ჩოხელზე გადააფორმოს"- აბესაძე
პოლიტიკა - 11:14, 15 Feb, 2017     2682
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი ირაკლი აბესაძე დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ამ საკითხთან დაკავშირებით აბესაძემ ბრიფინგი გამართ სადაც წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერილია მოსამართლე ნაზღაიძის ძმის მიწის ნაკვეთის კორუფციული სქემის ახალი დეტალები.

,,დაახლოებით ორი კვირაა, საქართველოს მთავარი პროკურატურისგან უპრეცენდნენტო ფაქტის გამოძიება მოვითხოვეთ, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისის მერიაში და მასში მოსამართლის ოჯახია ჩართული. ამ ფაქტზე რეაგირების ნაცვლად, ჩვენ ხელისუფლების არაერთი მცდელობა ვნახეთ გადაეფარა აღნიშნული საკითხი და საზოგადოების ყურადღების მიღმა დაეტოვებინა ამ საკითხზე მიმდინარე გამოძიება. ამასობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ბატონი ნაზღაიძე ცდილობს მიწის ნაკვეთი ბატონ ჩოხელზე გადააფორმოს და ამით შემდგომში სამართლებრივი პრობლემები შექმნას იმისათვის, რომ ეს კორუფციული სამართალდარღვევა იქნას აღმოფხვრილი და სახელმწიფო ფინანსები რეალურად მოხმარდეს იმ ადამიანებს, რომლებიც მართლაც დაზარალდნენ სტიქიის შედეგად. რა თქმა უნდა ჩვენ ამ საკითხის ასე დატოვებას არ ვაპირებთ. ნორმალურ შემთხვევაში, პროკურატურას უკვე უნდა ჰქონოდა ყადაღა დადებული აღნიშნულ ქონებაზე და არ უნდა მიეცა საშუალება საჯარო რეესტრისთვის განეხორციელებინა მესაკუთრის უფლება, რამაც შესაძლებელია სამართლებრივი პრობლემები წარმოშვას. დღეს, მე საქართველოს მთავარ პროკურატურაში ვარ დაბარებული. გაუგებარია, რა არის პროკურატურის მოტივაცია, როდესაც თავად არ ინტერესდებიან, არ იძიებენ და არ პასუხობენ იმ შეკითხვებს, რომელიც საჯაროდ დაისვა ამ ხნის განმავლკობაში. რა თქმა უნდა მე მივალ მთავარ პროკურატურაში და კიდევ ერთხელ მივცემ მითითებებს თუ როგორ უნდა იმოქმედონ კანონის შესაბამისად იმისთვის, რომ ეს დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი. ვიდრე პროკურატიურა დუმს ამ კორუფციულ ფაქტზე, ნაზღაიძემ დრო იხელთა და შემდგომ მოქმედებებს ახორციელებს. ხელშეკრულება გაფორმაბულია 10 თებერვალს საჯარო რეესტრში. დღეს დილითაც კი არ იყო დასრულებული წარმოენა ნაკვეთის გადაფორმებაზე, ამიტომ პროკურატურამ დროულად უნდა შეაჩეროს აღნიშნული ტრანზაქცია და გამოძიების დასრულებამდე არ უნდა მისცეს საშუალება ნაკვეთის გადაცემის,’’ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საპარლამენტო უმცირესობამ ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო’’ აღნიშნულ საკითხზე სუს-ის და ძალოვანი უწყების წარმომადგენლების პარლამენტში დაბარება გუშინ მოითხოვა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42