მეუფე პეტრეს განცხადებით შორენა თეთრუაშვილი საქართველოს საპატრიარქოში რუსეთის დასაყრდენია და მისი მფარველობის ქვეშაა. როგორც ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი აცხადებს შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ურთიერთობაში სპეციალურად ქმნიდა პრობლემას, რათა შემდეგ ეს პრობლემა თავადვე მოეგვარებინა და პატრიარქი მის საჭიროებაში და მნიშვნელობაში დაერწმუნებინა. როგორც მეუფე პეტრე აღნიშნავს ამით ის პატრიარქზე თავის გავლენას აძლიერებდა:
„ჩემი აზრით, გარე დამპყრობელი ძალა მას მხოლოდ მფარველობს რა დოზითაც მას ეს სჭირდება. ეს ადამიანი არის რუსეთის ყველაზე დიდი დასაყრდენი, საჭიროების შემთხვევაში. დამპყრობელი ძალისაგან კონტროლირებადი პრესის დახმარებით ის ხშირად აჟღერებდა, რომ პატრიარქს საფრთხე ემუქრება. ეს იყო ჩვეულებრივი შანტაჟი, კაგებეშნიკური მეთოდი, რომ ის ვითომ იცავს პატრიარქს და მის გარეშე პატრიარქი სავალალო მდგომარეობაშ აღმოჩნდებოდა. ამით ცდილობდა პატრიარქზე გავლენის მოხდენას. ის თავად ქმნიდა პრობლემას და მერე თავად აგვარებდა. პატრიარქი მუდამ იყო მსგავსი პრობლემების ქვეშ.“- განაცხადა მეუფე პეტრემ.
მასალის გამოყენების პირობები






