ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსმა მეუფე პეტრემ გადაცემა „არჩევანში“ სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა. მისი თქმით პატრიარქის მდივანმა შორენა თეთრუაშვილმა უამრავი ქონება დააგროვა.
„საქართველოში ქალბატონი, რომელიც არაა ბიზნესმენი და არაა ბიზნესმენის მეუღლე და არის ყველაზე დიდი უძრავი ქონების მფლობელი და ყველაზე მდიდარი არის შორენა თეთრუაშვილი. როცა დაიწყება შესწავლა და საქართველოს საპატრიარქოში სამართლიანობის აღდგენა, ეს გამოჩნდება.“- განაცხადა მეუფე პეტრემ.
მეუფე პეტრეს თქმით, პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნის სულხან მოლაშვილის სახლი საპატრიარქოზე იყო გადაცემული, და შესაბამისი წარწერაც ქონდა, თუმცა ის სულ სხვა ფუნქციით გამოიყენებიოდა:
„ქალბატონი შორენას ერთ-ერთი ოქროს თევზის მეშვეობით თითქოს იქ სოფლის მეირნეობას ეწეოდნენ, სულხანის თქმით კი იქ ცხოვრობდნენ ქალები გამოძახებით. სულხანის გარდაცვალების შემდეგ კი ბევრი მცდელობის შემდეგ დაუბრუნდა ოჯახს“- განაცხადა მეუფე პეტრემ. მისი თქმით სულხან მოლაშვილის ოჯახისთვის სახლის დაბრუნებას ხელს უშლიდა შორენა თეთრუაშვილი, პატრიარქი კი ამ საქმესთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყო.
მასალის გამოყენების პირობები






