"არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან, ტელევიზია იმუშავებს ისე, როგორც აქამდე მუშაობდა" - უდუმაშვილი
პოლიტიკა - 17:11, 14 Feb, 2017     3761
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი, ნიკა გვარამიას დაკავებას არ გამორიცხავს. ამასთან, ის ადასტურებს, რომ ჩანაწერში მესამე პირიც ფიგურირებს და თანხაზე საუბარი სწორედ ტელეკომპანიის ვალებს ეხება.

ამის შესახებ განცხადება უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„ჩვენ რამდენიმე ადამიანმა მოვუსმინეთ სრული ვერსია ამ ჩანაწერის, როდესაც გაკეთდა. ვადასტურებ, რომ აქ მიმდინარეობს სამ პირს შორის საუბარი. აგრეთვე იმ ფაქტს, რომ, როდესაც საუბარია მილიონებზე, მილიონების გასტუმრებაზე, ეს მიდის მესამე პირთან საუბარი და საუბარია ტელეკომპანიის ვალების დაფარვის მექანიზმებზე. დღეს სრულიად გაუგებარია ის ყველაფერი, რაც ჩვენ დღეს დილიდან ვიხილეთ, ამ დღევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან არაფერს აღარ გამოვრიცხავ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ყველა ვხდებით, რომ რუსთავი2-ის საკითხის გადაწყვეტა ბოლო სტადიაშია და დღეების საკითხია, რომ გამოცხადდეს გადაწყვეტილება. არაფერს აღარ გამოვრიცხავ, მათ შორის არც რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის დაკავებას,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

უდუმაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ზეწოლის მიუხედავად, რუსთავი2 გააგრძელებს მუშაობას ისე, როგორც აქამდე მუშაობდა.

„მინდა მივმართო ხელისუფლებას და იმ პრიმიტიულ ადამიანებს, რომლებმაც ასეთი სცენარი მოიფიქრეს და დაგეგმეს, - ბატონებო, თქვენ თუ გგონიათ, რომ ნიკა გვარამიას დაკავებით ან დროებითი განეიტრალებით თქვენ რუსთავი2-ს ხონჩაზე მიიღებთ, ძალიან ცდებით.

"რუსთავი2-ში 1000-მდე ადამიანი მუშაობს, რომელიც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს ამ ტელეკომპანიისთვის. არც ერთ ნაბიჯით არავინ არ დაიხევს უკან. ამის პირობას ვდებ მე, ზაალ უდუმაშვილი, რომელიც წლებია, ამ ტელევიზიაში ვმუშაობ და ჩემთან ერთად დებს ის ხალხი ამ პირობას, რომელსაც თქვენ აქ უყურებთ და კიდევ ის ასეულობით ადამიანი, რომელიც ამ შენობაში იმყოფება,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42