ედპ-ს ლიდერი აცხადებს, რომ რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციებს ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით უპასუხა.
"მას შემდეგ რაც რუსთავი 2 -ის სოლიდარობის აქციებმა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად მიმართულმა აქციებმა მიიღო ერთ პარტიაზე მეტი, უფრო საზოგადოებრივი მოძრაობის სახე, სადაც ყველა ელემენტია ჩართული, პირველ რიგში საზოგადოებაა ჩართული, ხელისუფლების რეაქციაც აღმოჩნდა შესაბამისი, სწორედ ამის გამოხატულებაა ნიკა გვარამიას დაბარება სამართალდამცავ უწყებაში."- აღნიშნა ქარდავამ.
მისი თქმით, ,,ხელსუფლება ცდილობს ყველა სარქველი დახუროს" და ამას თავისი სასარგებლო გამართლებები მოუძებნოს. ქარდავა ამბობს, რომ ეს არი პოლიტიკური ხასიათის მატარებელი და რუსთავი 2-თან მიმდინარე პროცესებს, მათ შორის გენდირექტორის დაკითხვაზე დაბარებას, სამართლებრივ მხარესთან კავშირი არ აქვს.
,,დღეს 21-ე საუკუნეში, სოციალური ქსელების ეპოქაში, შეუძლებელია საზოგადოება ამყოფო ჩაკეტილ სივრცეში. ამის მცდელობა ისევ ხელისუფლებას მიუბრუნდება ცუდად, თავად საზოგადოების მხრიდან. წყალსაც წაუღია ყველა პოლიტიკური პარტია, როცა საქმე ეხება სახელმწიფოს ინტერესებს და თავისუფალი სიტყვის დაცვას. ხელისუფლება თვითონ მიდის საზოგადოების წინააღმდეგ და ეს ხელისუფლებას კარგს არაფერს მოუტანს" - განაცხადა ედპ-ს ლიდერმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც დღეს საგამოძიებო ორგანოშია დაბარებული, გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
როგორც ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შსს-ს მიერ წარმოებულ გამოძიებას არ ენდობა და დაკითხვას სასამართლოში ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






