„პავლიკ მოროზოვივით გამოვიდა და ადამიანების დაკავება მოითხოვა“ - ნიკა გვარამია ექსპერტიზას არ ენდობა
პოლიტიკა - 15:21, 14 Feb, 2017     4120
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩანაწერი რომლის ავთენტურობაც ექსპერტიზამ დაადასტურა, გაყალბებულია. გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ ჩანაწერი თავად გადაიღო, მაგრამ მასში მონაწილეობდა მესამე პირიც, ჩანაწერის სრული ვერსია კი გვარამიას გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანმა მოისმინა:

„მეორე საკითხი შეეხება დღეს გაკეთებულ განცხადებას ერთი ახალგაზრდა კაცის მიერ, რომელსაც შეეძლო რამისთვის მიეღწია პოლიტიკაში, მაგრამ ვგონებ გვიანია, როცა ის პავლიკ მოროზოვივით გამოვიდა და ადამიანების დაკავება მოითხოვა, ჩანაწერი, რომელზეც არის საუბარი ჩემს მიერ არის გაკეთებული, გრძელდება საათზე მეტხანს, მიმდინარეობს სამ პირს შორის, მონაწილეობს სამი პირი, თანხასთან დაკავშირებით არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მესამე პირს ვესაუბრები, სხვა თემაზე, რუსთავი 2-ის ვალებზე, მე ის არ დავასახელე, წყაროს გაუთქმელობას ვინარჩუნებ, ასე ვთვლი საჭიროდ, ეს ჩვენება მივეცი პროკურატურას, ეს მემსამე პირი მესაუბრება როგორ აპირებს ხელისუფლება ჩვენს გაგუდვას და ერთ-ერთი ვერსია ამ ვალებით გაგუდვა იქნებოდა, რაზეც ვპასუხობ, რომ კონტრაქტით ვაპირებ ვალების გასტუმრებას.

რაც შეეხება ახვლედიანს, რა ვუთხარი მას ეს ცნობილია, თუ ვინმემ არ იცის განვუმარტავ, რომ არსებობს ვისელ ბლოუერის მცნება, ადამიანის, რომელიც სისტემას შიგნიდან ამხელ2ს, როდესაც სასამართლოს თავმჯდომარე გვხვდება მისი ინიციატივით თუ მესამე პირის ინიციატივით, ცხადია მისგან მნიშვნელოვან ინფორმაციას ელოდები, ამიტომაც ჩავიწერეთ ეს ჩანაწერი, მე ახვლედიანს ვუთხარი, თუ მისთვის ცნობილია კორუფციული გარიგების შესახებ ჩვენს საქმეში ესაუბრა ამაზე ხმამაღლა და დავიცავდით მის უსაფრთხოებას, ეს არ არის პირველი პრაქტიკა რუსთავი 2-ის შემთხვევაში, წყარო ყოველთვის უნდა იყოს დაცული, ახვლედიანმა განაცხადა, რომ მისთვის არაფერი არ იყო ცნობილი, მე მას თუ ფული გადავუხადე, სად მივიღე შედეგი, როდის გადადგა თანამდებობიდან? იგი გაათავისუფლეს ამ თანამდებობიდან. შესაბამისად, ქრთამის შემადგენლობა ბუნებაში არ არსებობს, რომ შევთავაზო, მისგან სარგებელს უნდა ველოდო, ახვლედიანისგან რა სარგებელს უნდა ველოდო, რომელიც არ იხილავდა რუსთავი 2-ისა და ჩემს საქმეს, არავითარი ქრთამის შეთავაზება არ ყოფილა, ეს საუბარი არის დამონტაჟებული, მოსმენილი აქვს მრავალ პირს, დღემდე არავინ დაუკითხავს პროკურატურას, დღეს საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა, მან ობიექტური ექსპერტიზის შესაძლებლობაც მოსპო. სასამართლო ხელისუფლების ხელში, პროკურატურაც და ექსპერტიზის სამსახურიც არის ხელისუფლების ხელში, რუსთავი 2-ის საქმეზე ამ სამსახურმა მოახდინა მტკიცებულებების გაყალბება, მაგრამ დღეს ხელი მოეწერა იმას, რომ სამ პირს შორის გამართული საუბარი, თუ მოუსმენთ ამ ჩანაწერს, მიხვდებით, რომ სამ პირს შორის მიმდინარეობს საუბარი. კარგად თუ დააკვირდებით შესაძლოა ის სხვაც ამოიცნოთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42