ნიკა გვარამიას განცხადებით, კვირას სამის ნახევარზე რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან მიტინგი გაიმართება.
არხის დირექტორი საზოგადოებას რ2-სა და სიტყვის თვისუფლების დასაცავად მიტინგზე მისვლას მოუწოდებს.
„რუსთავი 2-ის თავზე შავი ღრუბელი შეკრულია და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ვემზადებით, ამ დღეებში გადაწყდება მისი ბედი, ძალიან მძიმე ზეწოლა მიმდინარეობს მოსამართლეებზე, დღევანდელი და ბოლო დროინდელი კამპანია სწორედ აქეთკენ არის მიმართული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, კვირას სამის ნახევარზე ჩვენ ვიკრიბებით ძველი პარლამენტის შენოაბსთან რუსთაველზე, ვიდგებით იქ ყველანი როგორც ერთი და მოვითხოვთ სამართლიანობას, უფლებების დაცვას, იმას, რაც გვეკუთვნის კონსტიტუციით. მოვითხოვთ იმას რაც მოგვანიჭა სახელმწიფონმ. ჩვენ ვიქნებით ბევრნი, ყველანი ვინც აქ ვმუშაობთ, ჩვენი ოჯახის წევრები და გეპატიჟებით ყევლას, პოლიტიკურ პარტიებს, მემსამე სექტორს და საქართველოს მოსახლეობას, ვისთვსაც ძვირფასია რუსთავი 2, მაგრამ მათაც ვისაც რ2 არ მსოწონს და არ უყურებს, მაგრამ მიაჩნია, რომ ალტენატიული აზრი მედიისა და სიტყვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ერთად გავაპროტესტოთ ის უკანონობა, რომელიც არის ქვეყანაში, მე ვიდგები ამ მიტინგზე, თუ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ასე არ მოხდეს, იდგება ყველა მინუს მე, ჩვენ მაინც მოვითხოვთ ჩვენს სიმართლეს" - განაცხადა გვარამიამ რ2-ის ეთერში მიმდინარე სპეციალურ ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები






