რუსთავი 2 - მა წერილის ავთენტურობის დადგენის მიზნით, ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატს თხოვნით მიმართა, პატიმართან შეხვედრის დროს დაესვა კითხვა მისთვის, ჰქონდა თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ნამდვილად გაგზავნილი მსგავსი შინაარსის წერილი პატრიარქისთვის.
ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ "რუსთავი2"- ს განუცხადა, რომ დღეს შეხვდა პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს და წერილის შესახებ ჰკითხა.
ადვოკატის ინფორმაციით, წერილის სრულ შინაარსს, რომელიც "რუსთავი 2" -მა გაახმაურა, ის ვერ გაეცნო, თუმცა დაადასტურა, რომ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ მან პატრიარქის ინფორმირება რამდენჯერმე მოახდინა.
"რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, რომ უფრო მწვავე შინაარსის წერილები აქვს პატრიარქისთვის გაგზავნილი, სადაც საპატრიარქოს ქონების დატაცების შესახებ არის საუბარი.
მასალის გამოყენების პირობები






