„ჩაგუნავას გათავისუფლება შოკისმომგვრელი ინფორმაციაა"- თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე ბრალდებული თვისუფალია
პოლიტიკა - 13:32, 14 Feb, 2017     3477
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი გიორგი კანდელაკი გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ბორის ჩაგუნავას გათავისუფლებას შოკისმომგვრელს და გაუგებარს უწოდებს იმ ფონზე, როდესაც ეჭვმიტანილის ავტოფარეხში აღმოჩენილი იყო დიდი რაოდენობით აფეთქებისთვის სამყოფი მასალა.

„ჩვენთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია აღმოჩნდა, იმის შესახებ რომ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში მთავარი ფიგურანტი, ბორის ჩაგუნავა გათავისუფლებულია. გაირკვა, რომ მთავარმა პროკურატურამ ამ ადამიანს უსწრაფესად დაუმთავრა საქმე და 9 თებერვალს მას პირობითი სასჯელი მიესაჯა და იგი გათავისუფლებულია პატიმრობიდან. ეს ხდება მაშინ, როდესაც მას დაუდასტურდა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობების, მათ შორის ტროტილის და ჰექსოგენის შეძენა-შენახვა სკუთარ ავტოფარეხში. თქვენ იცით, რომ იმ ნაწილაკების იდენტური ნაწილაკები, რომელიც აღმოჩენილია გივი თარგამაძის მანქანაში, ზუსტად ბატონი ჩაგუნავას ავტოფარეხში აღმოჩნდა. ეს არის ძალიან დიდი მასშტაბის აფეთქებებისთვის სამყოფი მასალა. მაშინ, როცა ძალიან ბევრი ადამიანი პატარა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-შეძენაზე მრავალწლიან სასჯელს იხდის, აგერ აღმოჩნდა, რომ უსწრაფესად დაუმთავრეს ბატონ ჩაგუნავას გასაიდუმლოებულ ვითარებაში, საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად და გაათავისუფლეს. ეს ხდება მაშინ, როცა თავად აფეთქების საქმე სასამართლოში არც კი გადაცემულა მაშინ, როდესაც მთავარი პროკურატურა გვპირდებოდა, რომ სასამართლო მთავარი ეჭვმიტანილის დარჩო ხეჩუაშვილის წინააღმდეგ იანვრის დასაწყისში დაიწყებოდა.


ამ დროს საქმის მთავარი ფიგურანტი, რომელიც ადებს ხელს ბატონ ხუბაშვილს, რომლის ავტოფარეხში აღმოჩნდა ძალიან დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება გათავისუფლებულია.


ეს არის უბრალოდ შოკისმომგვრელი ინფორმაცია და რბილად, რომ ვთქვათ აჩენს კითხვებს პროკურატურის და ზოგადად მთავრობის მოტივაციასთან დაკავშირებით გივი თარგამაძის აფექტების საქმეში. თქვენ ასევე იცით, რომ გივი თარგამაძემ პირდაპირ გამოთქვა ეჭვი მაღალი თანამდებობის პირებზე სახელმწიფო უშიშროების სამსახურში და ეს პირებიც არ ყოფილან დაკითხული, რაც კიდევ უფრო აძლიერებს არსებულ კითხვებს"- განაცხადა კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42