“დიდ ყურადღებას ვუთმობთ GCC-ის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებას”- მიხეილ ჯანელიძე
პოლიტიკა - 13:10, 14 Feb, 2017     1429
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალური მდივანი აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი მიიღო.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ყურის არაბული ქვეყნების საბჭოსთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველო დაინტერესებულია არაბულ ქვეყნებთან კავშირების განვითარებით, რის ნათელ დასტურსაც GCC-ის რეგიონში და ზოგადად არაბულ ქვეყნებში საქართველოს საელჩოების რაოდენობა წარმოადგენს (ამჟამად, საქართველოს საელჩოები ქუვეითში, კატარსა და საუდის არაბეთის სამეფოში ფუნქციონირებს). მისი განცხადებით, საქართველო ყურის არაბული ქვეყნების საბჭოსთან მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობს ეკონომიკის, ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურიზმის, საჰაერო ტრანსპორტირების, კულტურისა და განათლების სფეროებში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დიდია ყურის ქვეყნების მხრიდან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესება, რასაც მოწმობს არაერთი არაბული კომპანიის არსებობა ქართულ ბაზარზე. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ ბიზნეს და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.

ხაზი გაესვა ტურიზმის სფეროში ურთიერთობის მაღალ დინამიკას, აღსანიშნავია რომ არაბული ქვეყნებიდან ყოველწლიურად აღინიშნება ტურისტების ზრდის ტენდენცია. მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში ყურის ქვეყნებიდან საქართველოს 60 929 ტურისტი ეწვია. პოზიტიურ დინამიკას ხელს უწყობს საბჭოს წევრი ქვეყნების ავიახაზების აქტიური ჩართულობა საქართველოს ბაზარზე. არსებულ ავიაკომპანიებს 2017 წლის ივნისიდან კიდევ ერთი ახალი კომპანია „Gulf Air“-ი დაემატება.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთში - სირიაში, ერაყში, იემენში - შექმნილი ვითარება. აღნიშნეს თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევის - ტერორიზმის - წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობა.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა და გენერალურმა მდივანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის კონსულტაციების მექანიზმის შესახებ“. მემორანდუმი ხელს შეუწყობს საბჭოსთან თანამშრომლობის განვითარებას და საქართველოსა და საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანას.

სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს 13 თებერვალს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ყურის თანამშრომლობის საბჭოში შედიან საუდის არაბეთის სამეფო, არაბთა გაერთიანებული საემიროები, კატარის სახელმწიფო, ქუვეითის სახელმწიფო, ომანის სასულთნო, ბაჰრეინის სამეფო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42