განსახილველი დოკუმენტები სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ შეიმუშავა. გარემოსდაცვითი პოლიტიკა, ნარჩენების მართვა, სატყეო პოლიტიკა, გარემოს ხარისხის გარემოსდაცვითი მონიტორინგის სისტემის შეფასება და ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზება - ეს ის თემებია რაზეც მხარეებმა იმსჯელეს.
აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი შექმნილია ევროპის კომისიის ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებას, მათ შორის თანამშრომლობას, საჯარო დაწესებულებებთან დიალოგს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების მიღწევას. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქმიანობა მოიცავს აღმოსავლეთის პარტნიორობის ოთხ თემატურ პლატფორმას, მათ შორის ერთ-ერთია გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება და ენერგოუსაფრთხოება.
სამუშაო შეხვედრა ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






