სტრასბურგის სასამართლოს კანდიდატები - ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ მიმართვა ხელისუფლებას
პოლიტიკა - 11:34, 14 Feb, 2017     1643
„ახალი ერთობა საქართველოსთვის“ სტრასბურგში ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაცია ხელახლა მოუწოდებს ხელისუფლებას გადახედოს კომისიის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილებას.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააჟღერეს მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპულისასამართლოს მოსამართლის შესარჩევ კომისიაში მონაწილეობის მისაღებად ევროპის საბჭოსწარმომადგენლის მოწვევის თაობაზე.

ახალი ერთობა საქართველოსთვის ხელახლა მოუწოდებს ხელისუფლებას გადახედოს კომისიის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილებას. მიზანშეუწონელია კომისიის მუშაობაზე პასუხისმგებელ უწყებად კვლავ დარჩეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელიც კვლავ დარჩება კომისიის თავმჯდომარედ. საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან მოვისმინეთ ინიციატივა, რომელიც გულისხმობდა კომისიის მუშაობაში საკანონმდებლო ორგანოს წამყვან ფუნქციას. მიგვაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან.

რაც შეეხება კომისიის საქმიანობაში ევროპის საბჭოს წარმომადგენლის მოწვევას: ჩვენ მომხრენი ვართ კომისიის საქმიანობის გამჭვრირვალეობის გაზრდის. ამასთან, ევროპისსაბჭოს წარმომადგენლის მოწვევა კომისიაში იქნება უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელიცდღემდე არც ერთ სახელმწიფოს არ განუხორციელებია.

სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულებები და მიგვაჩნია, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა მოახერხონ ამ ვალდებულებების შესრულება. ევროპის საბჭოს სხვადასხვა ინსტიტუტის მიერშემუშავებულ იქნა როგორც შერჩევის კრიტერიუმები, ასევე ამ პროცესის სამართლიანად ჩატარებისათვის აუცლებელი ფილტრები, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება და ამის მაგალიათია სწორედ ის გადაწყვეტილება რაც ასამბლეის კომიტეტმა მიიღოს საქართველოსთან დაკავშირებით. არც ერთ ამ ფილტრში, ევროპის საბჭოს წარმომდგენლის მიწვევა შიდა სახლმწიფოებრივ შესარჩევ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული იდეა არც ამ ფილტრებისა და კრიტერიუმების შემუშავების პროცესში გაჟღერებულა ევროპის საბჭოს შესაბამის სტრუქტურებში.

შესაბამისად ნაცვლად მესამეხარისხოვანი სახელმწიფოს როლის მორგებისა, სჯობს შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის ევროპული სტრუქტურის მიერდადგენილი პირობების ზედმიწევნით შესრულების გზით“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42