„იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნიკა გვარამია უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში. ახლა როდესაც შეკითხვებს პასუხი გაეცა, ნათელი ხდება ამ პოლიტიკური ისტერიის რეალური მიზეზები. მას შემდეგ რაც გახმაურდა რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებული მოსამართლეებზე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ზეწოლის და მათი მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, ნაციონალურ მოძრაობასა და ნიკა გვარამიას სხვა არაფერი დარჩენოდათ თუ არა , რომ დაეგეგმათ და პოლიტიკურ სატელიტებთან ერთად განეხორციელებინათ საჯარო პროვოკაციების სერია, უზენაეს სასამართლოსთან და მერიასთან, მანამდე კი ეწარმოებინათ ცილისმწამებლური კამპანია მოსამართლეებზე, რომლებზეც ზეგავლენა ვერ მოახდინეს. დღეს როდესაც უკვე სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. სასამართლო უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან. ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არის იმის წინაპირობა და გარანტია, რომ ჩვენი საზოგადოება მომავალში კორუფციული გარიგებების მოწმე აღარ იქნება. იმედი მაქვს ასევე, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული აქვს თუ არა ადგილი მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების უტიფარი ლეგალიზაციის შემთხვევას, ვინაიდან თანხები, რომელიც მის განკარგვაში იყო, მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია. ჩვენ მივაღწეევთ იმას რომ შედგეს კორუფციისგან და პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნას.“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






