სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ დოკუმნეტშუ განსახორციელებლ ცვლილებებთან დაკავშრებით, გუშინ დღის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს დეპუტატებმა ბიუროს სხომაზე.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ცვლილებები დამტკიცდა, ახალწვეულები გაივლიან იმ ტიპის მომზადებას, რასაც საკოტნრაქტო სამსახურის სამხედროები გადიან.
„სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეები სამხედრო სამსახურს გაივლიან იმ ფორმით, იმ სტანდარტებით, როგორც ამას გადიან საკონტრაქტო მოსამსახურეები. თუ იყო საუბარი აქამდე, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიდის წვევამდელი და ის უფრო ლოჯისტიკური ან დაცვის საკითხებით არის დაკავებული, ამ შემთხვევაში, როგორც პროფესიონალი ჯარისკაცი გადის სამხედრო მომზადებას, სამ თვიან კურსს, ზუსტად იგივეს გაივლის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე,“ - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






