ბერლინში მყოფმა მეუფე იაკობმა გუშინ, რუსთავი 2-ის მიერ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ წერილთან მიმართებით კომენტარი გააკეთა. არქიმანდრიტი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და გავრცელებულ ინფორმაციას "ზღაპრად" მოიხსენიებს.
"ეგ არის ვიღაცის ჩვეულებრივი ზღაპრები, რა კომენტარი გავაკეთო, ვერ გავიგე. მაგ სამსახურის შექმნა ჩემი იდეა იყო და ნუ იბრალებენ სხვები. ვინც გამოაქვეყნა, იმას თუ ჰქონდა, იმას უნდა ჰკითხოთ, მაგის გარკვევა ნებისმიერ დროს შეიძლება. უბრალოდ, სირცხვილია თემის გადაფარვა იმით, რომ, თურმე, მეუფეს მილიონებთან ჰქონია კავშირი, ეს არასერიოზულად მიმაჩნია. თემა რა უფრო დიდია, უწმინდესის უსაფრთხოება, თუ ვიღაცა მეუფე, თუნდაც, ქურდი მეუფე, რომელი უფრო სერიოზულია,“ - აცხადებს მეუფე იაკობი.
შეგახსენებთ, რომ არქიმანდრიტ იაკობს მამა გიორგი მამალაძე წერილში საპატრიარქოს კლინიკაში არსებული თაღლითური სქემის დაფარვაში ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები






