"სანამ არ ჩამოვა, აქ ხალხი აზვირთდება და ვნახავთ ვინ გააღებს კარს" - მელია ნარმანიას რამდენიმე საათს აძლევს
პოლიტიკა - 12:52, 13 Feb, 2017     5547
თბილისის მერიასთან ვითარება დაძაბულია. მერიის მიმდებარედ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას შეკრებილ საზოგადოებასა და სამართალდამცავებს შორის. აქციის მონაწილეები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ.

„ხელისუფლება არის იმ სიტუაციაში, როდესაც სისულელეს სისულელეს უმატებს, დანაშაულს ჩადის დანაშაუზლე, მან დღეს მორიგი დანაშაული ჩაიდინა, სახელმწიფო ორგანიზაციის კედელი ჩარაზა, მის დავალებას რამდენიმე ათეული პოლიციელი ასრულებს, დეპუტატებს დაუბრკოლებლად აქვთ შესვლის ნება, თუ ივანიშვილის და ნარმანიას ნება იყო, რომ ეს კარები ჩაეკეტათ, ხალხის ნებაა, რომ ეს კარი გაიღოს. უამრავი ადამიანი მოვა, ვინ დაკეტავს და ვინ გააღებს კარებს, ამას დაინახავენ. მაგის სახლი ხომ არ არის? ივანიშვილის სასახლეა თუ რა ხდება? ფეხს არ მოიცვლის აქედან არავინ, სანამ ნარმანია კეთილს არ ინებებს, ან არ ჩამოვა, ან საკოორდინაციო საბჭოს წევრებს არ შეხვდება, ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ სიმართლისათვის“, - აღნიშნა მელიამ.

სპეციალური განცხადების გაკეთებდამდე, მელიამ ასევე განაცხადა, რომ ადგილზე უსაფრთხოების სამსახურის წევრები არიან მობილიზებული:

„წარმოუდგენელია, მთელი სუსი არის მობილეზებული მერიასთან. ჩაკეტეს მერიის შენობა, არ უშვებენ არავის იმ საჯარო სივრცეში, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესვლის უფლება, ნარმანიასთან შეხვედრა მოვითხოვეთ, არანაირი პასუხის იმ კორუფციულ სქემაზე, რომელიც გაშიფრულია, ის იმალება, თუ ნარმანია არ გამოვა, რამდენიმე დღეში ეს ადამიანი ამ შენობაში ვერ შევა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქიის მერიასთან მიმდინარეობს აქცია, რომლის ფარგლებშიც საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აპროტესტებენ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე საკითხს, კერძოდ კი მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახის საქმეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42