გიორგი მარგველაშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
პოლიტიკა - 10:52, 13 Feb, 2017     1398
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტად არჩევას ულოცავს:

„მის აღმატებულებას

ბატონ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის

ახლად არჩეულ პრეზიდენტს

თქვენო აღმატებულებავ,

გულითადად მინდა მოგილოცოთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტად არჩევა.

თქვენმა გამოკვეთილმა ლიდერობამ და ქვეყნის ინტერესების ერთგულად მსახურებამ თქვენ მოგაპოვებინათ გერმანელი ხალხის ნდობის ახალი, სრულიად გამორჩეული და განსაკუთრებულად საპატიო მანდატი, რომელიც კიდევ მეტ შესაძლებლობას იძლევა ახალი სახელმწიფოებრივი წამოწყებების ინიცირებისა და რეალიზაციისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობა იქნება გამორჩეული როგორც გერმანიის, ასევე ჩვენი საერთო ევროპული კეთილდღეობის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, საერთაშორისო თანამშრომლობის გასავითარებლად და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მტკიცე კულტურული, ისტორიული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას. ჩვენს ხალხებს საერთო ღირებულებები აკავშირებს და საქართველო განსაკუთრებით აფასებს იმ წვლილს, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ასრულებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელი არის საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის წელი, რაც ბრწყინვალე შესაძლებლობას ქმნის ერთობლივად ვიმსჯელოთ თანამშრომლობის სამომავლო ინიციატივებზე. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში, ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირები და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ გამარჯვებას, გისურვებთ წარმატებებს თქვენს სამომავლო საქმიანობაში მოძმე გერმანელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.

ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა“- აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42