ანზო ჩუბინიძე ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით საქმე აღძრულია. თუმცა რა ფაქტთან დაკავშრებით, ამას არ აკონკრეტებს. მისი თქმით, ეს შესაბამისი ორგანოების კომპეტენციაა. ჩუბინიძე ადასტურებს პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი პროურატურაშ დაკითხვაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ოხანაშვილის მიმართ კითხვის ნიშნები არ არის, თუმცა ჩუბინიძე ამბობს, რომ პატრიარქის დაცვის უფროსმა პროკურატურაში მისვლით კარგი სამსახური გაუწია გამოძიებას.
,,ჩავთვალეთ რომ პირადად ჩამოვსულიყავით და გვენახა პატრიაქის დაცვის მდგომარეობა როგორია. ვადასტურებ, რომ მამალაძე დაკავებულია, სხვა დეტალებზე შესაბამისმა სტრუტურევმა უნდა ისაუბრონ“ - აცხადებს ჩუბინიძე.
რაც შეეხება სოსო ოხანაშვილს, ,,ჯობია ეს თქვას სოსომ, მაგრამ კარგი გააკეთა, რომ ჩავიდა და მიეხმარა გამოძიებას. მე ვფიქრობ რომ ჩვენმა ჩამოსვლამ ხელი შუწყო ამ სამსახურის კარგად ფუნქციონირებას. სოსოსთან კითხვები არ არის“ - განაცხადა ჩუბინიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






