საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება - უშიშროების საბჭოს აპარატი საერთო ეროვნულ დისკუსიას იწყებს
პოლიტიკა - 22:35, 12 Feb, 2017     2342
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი სქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით საერთო ეროვნულ დისკუსიას იწყებს.

ქვეყნის უსაფრთხოების პოლიოტიკის შექმნის პროცესში ერთიანი ეროვნული მიდგომის აუცილებლებლობის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2016 წლის ნოემბერში, ახლადარჩეული პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის ხედვის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია იწყებენ სტრატეგიული დისკუსიებისა და დიალოგის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეებთან კონსულტაციის შედეგად ჩამოყალიბდეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. სტრატეგიამ პასუხი უნდა გასცეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და განსაზღვროს საყოველთაოდ აღიარებული საერთო ეროვნული პრიორიეტეტების - ეროვნული სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, თავისუფლება, სტაბილურობა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია - განხორციელების მექანიზმები.

ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების პროცესში ახლებური მიდგომების აუცილებლობა გამოწვეულია საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე ცვლილებებითა და საფრთხებიის ხასიათის მრავალფეროვნებით. გლობალური გამოწვევების პირობებში, აუცილებელია შევისწავლოთ მიმდინარე პროცესები და განვაახლოთ მიდგომები, ადექვატური პასუხები გავცეთ არსებულ გამოწვევებს.

საზოგადოების ჩართულობა და ინფორმირებულობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე აძლიერებს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს - ეროვნულ სიმტკიცეს და მედეგობას, რაც საკვანძო საშუალებაა თანამედროვე, პირდაპირ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირებაში.

იმედი გვაქვს, რომ ღია, არაბიოროკრატიული პროცესი უსაფრთხოების სექტორის უწყებებთან, უსაფრთხოების თემთან, ეროვნულ და, განსაკუთრებით, რეგიონალური მედიასთან და სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან აქტიური თანამშრომლობით წარიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42