„თბილისში რომ დავბრუნდები, ყველაფერი გამოჩნდება რა, მერე შეგიძლიათ დამირეკოთ, ნომერი დავიმახსოვრე თქვენი და პირდაპირ გეტყვით. ახლა აქედან არ მინდა ჭორაობასავით გამომივიდეს. თბილისში რომ ჩამოვალ, აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ნათელი. მადლობა ღმერთს, რომ კარგად იმყოფება,“ - აცხადებს მეუფე იაკობი.
რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაცვას, ამ თემაზე მეუფე იაკობი ამბობს, რომ არ იცის ვინ იცავს ახლა პატრიარქს, ხოლო თავად ტყუილის თქმა არ სურს.
„ახლა იქ იმდენი ეპისკოპოსია, რაში სჭირდება ან ოხანაშვილი და ოხანაშვილის დაცვის ბიჭები. ბევრი ეპისკოპოსია, ისინი ახლობლები არიან. იმათ თვითონ აქვთ თავი დასაცავი, ვინ უნდა დაიცვან,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მასალის გამოყენების პირობები






