ე.წ. მოსმენების გასაღების სუს-ის დაქვემდებარებაში დატოვებას აკრიტიკებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, გურამ იმნაძე. აღნიშნულ თემაზე იმნაძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:
„არავითარი დამოუკიდებელი სააგენტო არ იქმნება. იქმნება სუს-ის ფარგლებშივე სსიპ, რომლის ხელმძღვანელსაც თანამდებობაზე დანიშნავს სუს-ის უფროსი, რომელის დებულებასა დაამტკიცებს სუს-ის უფროსი, რომლის უფროსის მოადგილეებს და საკადრო პოლიტიკასაც განსაზღვრავს სუს-ის უფროსი. ამ ფონზე, ფაქტობრივად, არასერიოზული და შეუძლებელია რაიმე ტიპის დამოუკიდებლობაზე საუბარი.
ახლადშექმნილი სააგენტო შეასრულებს არამარტო ფარული მოსმენების ტექნიკურად უზრუნველყოფას, არამედ ეს სამსახურის დაკავებული იქნება ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობით. დაკავებული იქნება ის, უზრუნველყოს პროგრამულად და ტექნიკურად ყველა სახელმწიფო უწყება და ამავდროულად. ძალიან ბევრი მაკონტროლებელი ბერკეტი ექნება კერძო კომპანიების მისამართით,“ – განაცხადა გურამ იმნაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






