სულა სულაშვილი: „ქართველმა მინისტრებმა გასული წლის მანძილზე 75 ათასიანი ანაზღაურება აიღეს, მოცემულია იმ მინისტრების სია, რომლებსაც 2016 წლის დეკლარაციები ჩაბარებული აქვთ:
დავით სერგეენკო – 75 ათასი ლარი
სოზარ სუბარი – 75 ათასი ლარი მიხეილ გიორგაძე – 75 ათასი ლარი
დიმიტრი ქუმსიშვილი – ეკონომიკის მინისტრობისას – 68.2 ათასი ლარი, ფინანსთა მინისტრობისას – 6.7 ათასი ლარი, ჯამში 75 ათასი ლარი
კახა კალაძე – 58.5 ათასი ლარი (კალაძემ წინასაარჩევნოდ პოსტი დატოვა ამიტომ მას 75 ათასი არ აუღია)
პ.ს. მინისტრების ხელფასი თითქმის ევროპულია. მოსახლეობა - მათხოვრული !
ბავშვთა სიკვდილიანობამ კატასტროფულ ციფრს მიაღწია.
სოციალურად დაუცველთა რიცხობრივი მაჩვენებელი ხელოვნურადაა გაყალბებული და ადამიანებს სიღატაკეში აცხოვრებენ. და განა სხვა რა დამცირება და ღირსების აყრა სჭირდება ბრბოდ ქცეულ ქვეყანას, რომ დაიქუხოს?!
ნუთუ არ გრცხვენიათ საკუთარი თავის? საკუთარი შვილების, რომლებიც სახლში მშიერი და გაყინული გელოდებიან?!“
მასალის გამოყენების პირობები






