ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკვშირებით საკანონმდებლო კანონს საქართველოს პარლამენტი მომდევნო სესიაზე უყრის კენჭს. პაკეტი 18 კანონპროექტს მოიცავს, რომელიც ე.წ. მოსმენების უფლებამოსილებას მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაქვემდებარებულ სააგენტოს ანიჭებს. აღნიშნული უწყება სატელეფონო მოსმენებთან ერთად განახორციელებს ელექტრონული ქსელების საშალებით თვალთვალს და ფარულ აუდიო-ვიდეო მიყურადებას.
ეს მიუღებელია როგორც ოპოზიციისთვის, ასევე არასამთავრობო სექტორისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის.
„ამ გადაწყვეტილებაში კრეატიულობა ნაკლებად არის საჭირო, ჩვენ მივიღებთ კლასიკურ და მართებულ გადაწყვეტილებას, რომ დაცული იყოს თითოეული ადამიანის სიმართლე, მათი უფლებები და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ეს არის, ის რაზეც ყველა ვთანხმდებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






