საკოორდინაციო საბჭოს წევრი პარტიები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან შესაძლებელია მოხდეს სიტუაციის დაძაბვა, რისთვისაც საზოგადოება მუდმივად მზად უნდა იყოს. სად და რა სახის იქნება აქციები, ჯერ-ჯერობით პარტიები არ აკონკრეტებენ.
ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ საბჭო ერთსულოვანია და ისინი გააპროტესტებენ მერიის თავნებობასაც და უზენაეს სასამართლოშიც მიმდინარე პროცესებსაც.
ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ხელისუფლებას საკუთარი მიზნების განხორცილების საშუალებას არ აძლევს საზოგადოებრივი აზრი და ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, ეს აზრი კიდევ უფრო გაღრმავდეს და მან რადიკალური ხასიათი მიიღოს.
ევროპელი დემოკრატების ლიდერი პაატა დავითაია ამბობს, რომ რეალურად არის სწრაფი რეჟიმი და აქედან გამომდინარე, ორშაბათიდან საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი თუ რა სახის აქტივობები დაიწყება მედიის მხარდასაჭერად.
პარტია რეფორმატორების თავმჯდომარე, ირაკლი ღლონტი ფიქრობს, რომ მათ კანონის ფარგლებში ხელისუფლებაზე ყველასახის ზეწოლა უნა განახორციელონ.
მასალის გამოყენების პირობები






